პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონში შესტან ცვლილებათა პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
სხდომაზე უკონტაქტო პატრულირებისა და მართვის მოწმობაზე ქულების სისტემის შემოღების საკითხები განიხილეს. ახალი რეგულაციის დამტკიცების შემთხვევაში, ნასვამ მძღოლს მართვის უფლება არა 6 თვით, არამედ ერთი წლით ჩამოერთმევა.
კანონპროექტით გათვალისწინებულია მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის შემოღება. აღნიშნული ქულები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში მცირდება. ქულების განულების შემთხვევაში კი, მართვის მოწმობის მფლობელს მოწმობა გაუუქმდება და მას გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.