ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ვის შეუთანხმა გიგია ბოკერიამ, რომ ბიძინა უნდა წავიდეს?



    ავტორი:
    რომელ „საზოგადოებას“  შეუთანხმდა ბატონი გიგა, რომ „ბიძინა უნდა წავიდეს“, სად და რა ვითარებაში, კაციშვილმა ვერ დაადგინა.
    მაგრამ ჯანდაბას - რომც აღიაროს საზოგადოებამ, ბოკერიასთან შეთანხმებით, ბიძინას წასვლა მსურსო, ძალიან საინტერესოა, ნეტავ იმაზე თუ არის გიგა საზოგადოებასთან შეთანხმებული, ბიძინა რომ წავა, მერე ვინ უნდა მოვიდეს?

    მოკლედ, მაგარი „განტევების ვაცი" ვყავართ ხოლმე ამ პოლიტიკოსებს რა! ჩაიფიქრებენ, მოინდომებენ, ან სულაც, გააკეთებენ რაღაც სისულელეს და გვაბრალებენ მერე ჩვენ - ხალხს და საზოგადოებას.
    მიდი და უმტკიცე რომ ჩვენთვის არც არავის არაფერი უკითხავს, არც არავინ არაფერზე შეგვთანხმებია და მით უმეტეს - არავისთვის არც არაფერი დაგვივალებია!
    დიახ, არ გახსოვთ ამას წინათ ჩვენმა დიდმა სარდალმა თინა ხიდაშელმა სრულიად უტიფრად რომ განაცხადა - კოჰაბიატაცია ქართველმა ხალხმა დაგვავალაო?
    მთელ ამოდენა „ქართველ ხალხში“ ერთი ადამიანიც კი ვერ მიოიძებნა მაშინ, ვინც იტყოდა და აღიარებდა - კი, კაცო, მე პირადად დავავალე თინას კოჰაბიტაცია და ის ჩემს დავალებებს ასრულებს, რა ქნას, თვითონ კი ბარემაც არ უნდა, მაგრამ ჩემს მიერ დავალებულს ხომ ვერ გადაუხვევსო?
    დაახლოებით ასეა ახლაც გიგა ბოკერიას საქმე! რომელ „საზოგადოებას“  შეუთანხმდა, რომ „ბიძინა უნდა წავიდეს“, სად და რა ვითარებაში, კაციშვილმა ვერ დაადგინა.
    კაი, ჯანდაბას, რომც აღიაროს საზოგადოებამ, ბოკერიასთან შეთანხმებით, ბიძინას წასვლა მსურსო, ძალიან საინტერესოა, ნეტავ იმაზე თუ არის გიგა საზოგადოებასთან შეთანხმებული, ბიძინა რომ წავა, მერე ვინ უნდა მოვიდეს?

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი