მეთინ აკდულგერი ახალგაზრდა თურქი მსახიობია, რომელიც პოპულარული თურქულ სერიალის „დიდებული საუკუნე-ქოსემის“, მეორე სეზონში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. ის 1988 წელს ქალაქ ბურსაში საბერძნეთიდან ემიგრირებულთა ოჯახში დაიბადა, წარმატებით დაამთავრა სკოლა და სწავლა სტამბოლის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განაგრძო. სწორედ ამ დროს დაინტერესდა ის მსახიობობით და ხშირად მონაწილეობდა სტუდენტური თეატრის დადგმებში. გავრცელებული ინფორმაციით თავის დროზე მეთინ აკდულგერმა უარი თქვა სელიმ სულთანის როლზე, საყოველთაოდ ცნობილი სერიალში „დიდებული საუკუნე“ , რომელიც სულეიმან სულთანის ეპოქას შეეხებოდა. მიხვდა რა თავის შეცდომას, ის მურად IV-ის როლის შეთავაზებას სიხარულით დათანხმდა.
თავად მურად IV ოსმალეთის იმპერიის მე-17 სულთანი იყო და იმპერიას 1623-1640 წლებში მართავდა. ცნობილი იყო როგორც ავტორიტარი და დასჯის სასტიკი მეთოდების მქონე. გავრცელებული ცნობებით მისი პირადი მითითებით სხვადასხვა მონაცემებით 25 ათასამდე ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, მათ შორის მისი ძმებიც. მურად მეოთხე უკანასკნელი მეომარი სულთანი იყო, რომელიც ლაშქრობას ხელმძღვანელობდა და ჯარისკაცებთან ერთად ბრძოლის ველზე იმყოფებოდა. ის აგრეთვე სულეიმან დიდებულის შთამომავალ სულთანთაგან ერთადერთი იყო თავის უფროს ძმასთან, ოსმანთან ერთად, რომელიც ლაშქრობაში წავიდა. მისი ფიზიკური სიძლიერი ფენომენალური იყო, რომელიც დეტალურად აქვს აღწერილი ევლია ჩელების. იგი განსაკუთრებით ცნობილი იყო ჭიდაობით - რამდენიმე მოწინააღმდეგეს ერთდროულად ეჯიბრებოდა. მისი საყვარელი იარაღი იყო მშვილდი და დაშნის მაგვარი ხმალი. დღეს მისი საყვარელი იარაღების კოლექცია ინახება თოფქაფის სასახლის მუზეუმში. მურად IV-ე 27 წლის ასაკში ღვიძლის დაავადებით გარდაიცვალა.
მსახიობ მეთინ აკდულგერი პირადი ცხოვრების შესახებ მწირი ინფორმაციაა, უფრო მეტად ცნობილია მისი არასამსახიობო გატაცებები- მას უყვარს კრივი, თხილამურები, სერფინგი, ცურვა. ის საბრძოლო ხელოვნებასაც ფლობს. კარგად ისვრის იარაღიდან და პროფესიონალურ დონეზე იცის ინგლისური.
სერიალი "დიდებული საუკუნე-ქოსემი" ხილვა თურქული სერიალების მოყვარულებს ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში შეუძლია.
წყარო

No comments:
Post a Comment