ეპისკოპოსი ელიზბარ დიაკონიძე საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. იგი საპატრიარქოში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით:"მეუფე პეტრე თავისით კი არ ალაპარაკდა, ვიღაცამ გამოაყეფა! პეტრე ცაავა არ არის ისეთი კაცი, ვინმეს რამე რომ აპატიოს. აბსოლუტური სიმართლეა, რასაც მასზე წერენ, რომ სენაკის ვაგზლის ქურდი იყო, ჩვეულებრივი, ჯიბგირს რომ ვეძახით ჩვენ - "კარმანშიკი!" იყო უშიშროების აგენტი. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩემ მეგობარ ილია ზუკაკიშვილს სახლი გაუყიდა, ქუჩაში დატოვა და წლების შემდეგ, როცა ილიამ, როგორც იქნა მიაგნო მას, მის წინაშე იდგა პაატა ცაავა ეპისკოპოსის შესამოსელში... ეს ამბავი მეგობრისგან ვიცოდი, რომ იყო ერთი გარეწარი ეპისკოპოსი, ვინმე პეტრე ცაავა, მაგრამ ილიას თხოვნით, ამას არსად ვამბობდი", - ჰყვება მიტროპოლიტი ელიზბარი ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრის დროს.
ყველა სიახლე
Home
ყველა სიახლე
სენაკის ვაგზლის ქურდი იყო, ჯიბგირს რომ ვეძახით ჩვენ - "კარმანშიკი!" - ეპისკოპოსი ელიზბარ დიაკონიძე
სენაკის ვაგზლის ქურდი იყო, ჯიბგირს რომ ვეძახით ჩვენ - "კარმანშიკი!" - ეპისკოპოსი ელიზბარ დიაკონიძე
Loading...
Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com
ყველა სიახლე
Ярлыки:
ყველა სიახლე