ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დასრულდა

    Image result for გიორგი მამალაძ
    სასჯელაღსრულებისა და პრობაციის #9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ე. წ. მატროსოვის ციხეში ე. წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა დასრულდა. დაწესებულება ადვოკატებმა და საქმის პროკურორმა უკვე დატოვეს.

    როგორც ადვოკატებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, დეკანოზმა საქმესთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა. მათი თქმით, პროკურატურა დაინტერესდა როგორც ციანიდის საკითხით, ასევე თანხით, რომელიც დეკანოზმა ბანკიდან კრედიტის სახით გამოიტანა.

    ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, გიორგი მამალაძის მიერ მიცემული ახალი ჩვენებიდან გამომდინარე იკვეთება გარემოება, რომ წმინდა სინოდის წევრებიც დაიკითხონ. თუმცა, რამიშვილი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.

    დაცვის მხარისგან განსხვავებული პოზიცია აქვს სახელმწიფო ბრალდებას. როგორც ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განუცხადა, გიორგი მამალაძე დასმულ შეკითხვებზე პასუხისგან თავის არიდებას ცდილობდა. მისივე თქმით, მამალაძის მიერ მიცემული ჩვენება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ შეესაბამება.

    ე. წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს 11.00 საათიდან მიმდინარეობდა. გაგრძელდება თუ არა სამომავლოდ ბრალდებული დეკანოზის დაკითხვა, ჯერჯერობით უცნობია.


    წყარო : wyaro

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი