ქუთაისში, კერძო სკოლის შენობის მეორე სართულის საპირფარეშოდან, აღსაზრდელი გადმოხტა. შემთხვევა ხუთშაბათს, ბუხაიძის დასახლებაში, კერძო სკოლაში დაფიქსირდა. ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ბავშვს გავრცელებული ინფორმაციით ხელ-ფეხის მოტეხილობა და ამავე დროს ტვინის შერყევა აღენიშნება.
თვითმხილველების განცხადებით ბავშვი საპირფარეშოში თანაკლასელებმა ჩაკეტეს, შეშინებულმა მოზარდმა თავი დატყვევებას ტუალეტის ფანჯარის ჩატეხვით და მეორე სართულიდან გადმოხტომით დააღწია
ადგილზე საპატრულო- სამედიცინო ბრიგადები იყო მობილიზებული. შსს წარმომადგენლის განცხადებით საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, გაუფრთხილებლობას გულისხმობს.