,,ბატონი რამიშვილი ამბობდა, რომ მამა გიორგი არ საუბრობდა ციანიდზე არსად, ასეთივე სიმართლეა ის, რომ მე იარაღი მქონდა და ასეთივე სიმართლეა ის, რომ შორენა თეთრუაშვილი თავს იკლავდა”, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ ტოკ-შოუ ,,პრიორიტეტის” ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ საზოგადოება შეცდომაში არა პროკურატურას, არამედ ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატებს შეჰყავთ. აღნიშნულ განცხადებას ადვოკატ მიხეილ რამიშვილის რეპლიკა მოჰყვა: ,,თქვენ უკაცრავად მოწმე ბრძანდებით თუ პროკურორი ხართ?”.
წყარო