ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
"ნაცებო მოკეტეთ ტყუილების ტირაჟირება!ევროპის სასამართლო არ წარმოადგენს ეგრეთწოდებული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს და არ არის უფლებამოსილი გააუქმოს, შეცვალოს ქვეყნის შიდა სასამართლოს გადაწყვეტილებები ან გააუქმოს ადგილობრივი კანონები. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების კონკრეტული მუხლების დარღვევას და დაადგინოს მიყენებული ზიანის საკომპენსაციო თანხა სამართლიანი დაკმაყოფილების სახით. სასამართლოს შეუძლია, დაავალდებულოს სახელმწიფო აანაზღაუროს ყველა დანახარჯი, რომელიც გაწეული იყო საქმის წარმოებისას. თუ სასამართლო დაადგენს, რომ კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით დაცული უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, განმცხადებელს არ დაეკისრება დამატებითი თანხის გადახდა (მაგალითად, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ გაღებული დანახარჯები)." , - წერს ჯღარკავა.