,,რუსთავის 2''-ის სასამართლო დავა, გარკვეულწილად, სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან ასოცირდება, „ციანიდის საქმე“ კი საუკუნის სკანდალია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობას - რელიგიას შეეხო. პარალელურად, ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური ფონია, ამიტომაც საინტერესოა, საპატრიარქოსა და ,,რუსთავი 2''-ის მოვლენები, ყველა პრობლემასთან ერთად, რამდენად გახდება იმ ,,სოციალური აფეთქების'' მიზეზი, რომელიც არაერთმა ოპოზიციურმა ძალამ აპრილისთვის დააანონსა? ,,ვერსიამ'' ამ კითხვით პოლიტიკურ ექსპერტებს მიმართა.
,,აქციები შეიძლება დაიწყოს. თუმცა, მიუხედავად არსებული ბევრი გამოწვევისა, ლომის წილისოციალურ განწყობაზე მოდის. საქართველოში სოციალური პროტესტის გააქტიურება პოლიტიკურთემებზე ხდება, რადგან ქართველს არ უყვარს სოციალური ნიშნით გარეთ გამოსვლა. „რუსთავი 2“-ისადა საპატრიარქოს საკითხები შეიძლება გამხდარიყო პროტესტის დროშაზე აღმართული, მაგრამკრიზისს სჭირდება წარმმართველი პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოში არ არსებობს. ხელისუფლება მოსახლეობას უვარგისად მიაჩნია, ნაცმოძრაობა კი დაზიანებული ბრენდია. ესეხმარება ხელისუფლებას, პროცესები მასშტაბურ კრიზისში არ გადაიზარდოს, თუმცა ამის იმედზეყოფნაც სახიფათოა, რადგან პოლიტიკურ ბაზარზე თუ არსებობს მოთხოვნა, ადრე თუ გვიან ვიღაცაუცილებლად გამოჩნდება და ამის კაპიტალიზაციას მოახდენს. საპატრიარქოს თემა ძალიანდრამატულია, მრევლი ჯერ დაბნეულია. თუ საზოგადოებრივი განწყობა ისე ჩამოყალიბდა, რომუდანაშაულო ადამიანი გახდა შეთქმულების მსხვერპლი, მძიმე შედეგი მოყვება. რა ფორმით დაროდის, ამის თქმისგან თავს შევიკავებ. „რუსთავი 2''-ის საკითხი კი, სასამართლოს მიმართ ნდობისნგრევის პროცესთან გადაიჯაჭვა, რაც სახიფათოა,“-აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
„არ მიმაჩნია კონკრეტული პოლიტიკური გემოვნების ტელევიზია საფრთხედ, თუ ის ხელისუფლებასთან არაა დაკავშირებული. ის სააკაშვილის დროს უფრო სახიფათო იყო. ქიბარ ხალვაში თავის დროზე სააკაშვილს ემსახურებოდა, როგორც მისი ნომინალური მფლობელი და არავის სჯერა, რომ რეალური მფლობელი იყო. ანუ, მიშას ერთი ჯიბე ებრძვის მეორეს. ეს დავა ჩემთვის ფარსია, ხალვაში კი არაფრით სჯობს ყარამანიშვილებს. ისინი ერთს ემსახურებიან პოლიტიკურად და ხალვაში მზადაა, ნებისმიერ ხელისუფლებას მოემსახუროს. სასამართლო ელიტაც ასე იქცეოდა და იქცევა.
ეს პროტესტი ითხოვს ახალ ლიდერს, რომელიც არაა შემჩნეული მავნებლობაში. ისტორიას კანონზომიერება ახასიათებს. ქვეყანაში ასეთი ქმედებები არასოდეს დასრულებულა კარგად ხელისუფლებისთვის. საქართველოს აქვს ბრძოლისუნარიანობა - რაც უფრო უჩნდება მადა ხელისუფლებას, იზრდება წინააღმდეგობა მის მიმართ. თავისუფლების წყურვილი ქართველში რაღაც პერიოდით შეიძლება იძინებს, მაგრამ როცა იღვიძებს თელავს ყველას და ყველაფერს. სახიფათო ფაზაში შედის ხელისუფლება, რაც ცუდად დასრულდება. ის სააკაშვილის სისტემის მსხვერპლი გახდა, რადგან მისი კომფორტი იგრძნო. როცა ხელისუფლებაში მოვედით, ვთქვი, რომ ძნელია რეჟიმის დამარცხება, მაგრამ ბევრად ძნელი სისტემის დამარცხებაა. სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ „ურჩხულის“ მძევალი აღმოჩნდა და ახლა რაიმეს შეცვლა უჭირს. „ოცნების“ დღევანდელი ელიტა სასათბურე პირობებში გამოყვანილი პოლიტიკოსები არიან, არც იციან ქვეყნის ისტორია. ჰგონიათ, ნებისმიერი ლუკმის გადაყლაპვა შეუძლიათ და არ იციან, რომ საბოლოოდ, ყელზე დაადგებათ. თუ ხალხმა ჩათვალა, რომ საარჩევნო გზით ცვლილების უზრუნველყოფა არ შეუძლია, ამ ქვეყანაში რევოლუცია არავის უკვირს,''- აცხადებს გაზეთ „ვერსიასთან" საუბარში გია ხუხაშვილი.