ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ლალი ბადურაშვილი: „რუსთავი 2“ - არის მტერი!

    Image result for ლალი ბადურაშვილი

    „რუსთავი 2" - არის მტერი ტელევიზია, ისევე როგორც მათი დამფინანსებლები „ნაციონალური მოძრაობა", რომლებსაც ყველაფერი ქართულის დაანგრევა სურთ, აღვირახსნილები და ანტიქართველები არიან", - განაცხადა მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა „რუსთავი 2" - ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე  „მარშალპრესთან" საუბრისას.

    „ყველაფერი ქართულის დანგრევა უნდათ. მაგათი მიზანი არის, დეიდაშვილობა, ბიძაშვილობა, მამიდაშვილობა, მეგობრობა, ქართული ურთიერთობები ყველაფერი გაანადგურონ. მხოლოდ აღვირახსნილი ცხოვრება და ქვეყნის მტრობა - აი, მაგათი მორალი. მე არ ვამბობ ჩადრებში იაროს ხალხმა, ხომ არსებობს რაღაც ზღვარი, ხომ არ შეიძლება ქუჩაში მოისაქმო, ადამიანი ხომ უნდა განსხვავდებოდეს ძაღლისგან... რაღაც ნორმები ხომ არსებობს... აღვირახსნილები და ანტიქართველები არიან ისინი ჩემთვის.

    გააწყალეს გული ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულებით, ვერ მოინელეს, რომ ერთადერთი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა განსაზღვრა ასი ათასობით ადამიანის გამოსვლა და „ნაციონალური მოძრაობის" დამხობა, ამას ვერ პატიობენ. 4 წლის წინ იმ კაცის ფაქტორმა მთელი საქართველი გარეთ გამოიყვანა, დაამხო რეჟიმი და რასაკვირველია, ებრძვიან, აბა რას იზამენ... რაც საქართველოში ხდება, „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს....", - განაცხადა ბადურაშვილმა. 


    წყარო : wyaro

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი