ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სწორი ინფორმაცია მქონია, რომ რუსთავი-2 ერთი კვირით იყო მობილიზებული აჭარაში

    სწორი ინფორმაცია მქონია, რომ რუსთავი-2 ერთი კვირით იყო მობილიზებული აჭარაში
    ფონდ „ქართუს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში რუსთავი-2-ის ჟურნალისტებს პასუხობს: „არ მინდა, ხელი შევუშალო რ2-ს ამჟამინდელ თავისმართლებაში, თუმცა რადგან მახსენეს, მეც შევახსენებ _ სწორი ინფორმაცია მქონია, რომ რ2 ერთი კვირით იყო მობილიზებული აჭარაში და ამას ამტკიცებს არა მხოლოდ ამ არხის გუშინდელი უცნაური ოპერატიულობა, არამედ, დღეს დაანონსებული სიუჟეტი დენდროპარკზე. ჩასვლის გარეშე მაგ სიუჟეტს ვერ გააკეთებდით, ანუ ისევ ტყუით, თქვენ მობილიზებული იყავით აჭარაში. ჰო და კიდევ, გუშინ ვარშალომიძე გამოიყვანეთ, რომელიც ბინძურად ცრუობდა ივანიშვილზე _ მას აჭარის სიძულვილს აბრალებდა. ესეც დესტრუქციის წახალისებაა. მაგრამ რაც უნდა ქნათ, ვარშალომიძეც და თქვენი პარტიაც ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში... აი დენდროპარკი კი მაინც აშებდება! 
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი