ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სკანდალი: რატომ დაუმტვრია თავ-პირი სოსო ოხანაშილმა ღვთის მსახურს სამებაში

    დეკანოზმა გრიგოლ გოგიჩაძემ ჟურნალ "თბილისელებთან" პატრიარქის უსაფრთოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელზე სოსო ოხანაშილზე ისაუბრა.
    სასულიერო პირი სოსო ოხანაშვილს სასტიკ პიროვნებად ახასიათებს და იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ის სამების საკათედრო ტაძარში სტიქაროსანს ფიზიკურად გაუსწორდა.

    "არასოდეს დამავიწყდება როგორ დაუმტვრია თავ-პირი და სისხლი ადინა სამებაში მსახურების დროს სოსო ოხანაშვილმა ერთ გაჭირვებულ ბიჭს, სტიქაროსან სოლომონს, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ბიჭი პატრიარქს მის დაუკითხავად მიეახლა. ხელზე ეამბორა და დალოცვა სთხოვა. ეგ კაცი არის საშინელი პიროვნება. მაგის შიშით ირგვლივ ვერავინ სუნთქავდა და ძალიან მიკვირს, ასეთ პიროვნებად როგორ ჩამოყალიბდა ადამიანი, რომელიც ერთ დროს საპატრიარქოში "ცხვრის ქურქით" მოვიდა. შემდეგ პატრიარქის ძმის შვილიშვილზე იქორწინა და მოგვიანებით, პატრიარქის პირადი დაცვის უფროსებთან ერთად, ბაჩო ახალაიას მრჩეველი გახდა", - ამბობს დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძე.
      წყარო: თბილისელები

      უახლესი

      ყველაზე კითხვადი

      Facebook

      Загрузка...

      TOP.GE მთვლელი

      liveinternet.ru მთვლელი