ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    არაკვალიფიციური პროკურატურა და ორმაგი აგენტი? - ვინ გაყიდა ციანიდი და ხუმრობს თუ არა დეკანოზი?


    იურისტი ლია მუხაშავრია ”ციანიდის საქმეზე” და გამოძიების პროცესზე კომენტარს გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში აკეთებს. მისი თქმით, პოკურატურის მიერ მტკიცებულებების გასაჯაროება მისთვის როგორც იურისტისთვის იმედგაცრუება იყო და უფრო მეტი კითხვა გაჩნდა ვიდრე არსებობდა. მუხაშავრიას თმით, ჩანაწერების მოსმენის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ "დეკანოზი ხუმრობს". მისივე თქმით, მას ეჩვენება, რომ ორმაგი აგენტის საკითხი დგას:

    "სამწუხაროა, როდესაც ამხელა რეზონანსის მქონე საქმის ირგვლივ პროკურატურა ასეთი სახის მტკიცებულებებს აქვეყნებს. იმისთვის, რომ ზუსტად ვიცდეთ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ნამდვილად ჰქონდა ადამიანის მოკვლის მცდლობა, მხოლოდ ასეთი მტკიცებულების წარდგენა ჩემთვის , როგორც იურისტისთვის ნამდვილი იმედგაცრუება იყო.

    ეს საზოგადოების უპატივცემულობა უფრო არის, რადგანაც ამ ფარულმა აუდიო და ვიდეო ჩანაწერმა არ დამარწმუნა, რომ დეკანოზი ნამდვილად ვინმეს მოკვლას აპირებდა, მით უმეტეს მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე პირის.უფრო მეტი კითხვა დამებადა, ვიდრე აქამდე მქონდა.

    თუიმცა ეს გასაკვირი არ არის, რადგანაც მივეჩვიეთ რომ პროკურატურა არაკვალიფიციურად მუშაობს. საქმე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ყურადღების საგანი ხდება და საზოგადოებას განცხადებებით მიანიშნებს, რომ შესაძლოა პატრიარქის მკვლელობაც კი იგეგმებოდა, ცოტა ნება უნდა იბოძო და ამაში დასარწმუნებლად უფრო სარწმუნო მტკიცებულებები წარმომიდგინო. ჩანაწერის მოსმენის შემდეგ დამრჩა შთაბეჭიდელბა, რომ დეკანოზი ზუმრობს...

    ასეთი მასშტაბის დანაშაულს თუ ასე იძიებენ, საქმე მართლა კარგად გვქონია. მეჩვენება, რომ ორმაგი აგენტის საკითხი დგას.ერთი, როდესაც პიორი ამ ფარულ ჩანაწერს აკეთებს და პირი, რომელმაც მამა გიორგი მამალაძეს "ციანიდი" მიჰყიდა.

    მთელი ერთი თვის განმავლობაში პროკურატურამ ეს ჯერ კიდევ ვერ თუ ვერ დაადგინა, აბა რას იძიებენ? ვისგანაც ეს ნივთიერება შეიძინა, ის ადამიანი იქნებოდა საქმის უტყუარი მოწმე, რომლის შემდეგაც ამდენი კითხვები აღარ იქნებოდა.

    ამ მასალის გამოქვეყნების პარალელურად პროკურატურა გვეუბნება,რომ ჯერ ის პირი ვერ ვერ დაადგინეს, ვისგანაც "ციანიდი" იყიდა. უკაცრავად და, მაშინ ხელფასს რაში იღებენ? ამდენი ხანი რას აკეთებდნენ?" განაცხადა მუხაშავრიამ "რეზონანსთან" ინტერვიუში.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი