ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ინგა გრიგოლიას სულიშემძვრელი წერილი - "ცრემლები ღაპა -ღუპით მომდის, ნუცას დაკრძალვაზე ვერ წავედი...


    "დღე გადავაგორე, უკვე დილის ოთხი დაიწყო. ეკა ხოფერიას წერილი წავიკითხე ნუცაზე და ისევ ცუდად გავხდი. ძალიან ცუდად.

    დღევანდელი დღისთვის გადაწყვეტილება ორი დღის წინ მივიღე-დღეს მაიას ნუცას დაკრძალვა იყო.

    ეს დღეები ისეთი განადგურებული ვიყავი ამ ტრაგედიით, მეშინოდა, რომ ძლივს აღდგენილ "რეაქციას" ვერ გავიყვანდი ეთერში.

    ჰოდა ორი დღის წინ გადავწყვიტე, სამშაბათს დილიდან ტვინზე მარწუხი მომეჭირა და არ მეტირა, არ მეფიქრა, რომ სწორედ ამ დღეს უნდა დამშვიდობებოდნენ სამუდამოდ ამ პატარა, ანგელოზ გოგოს.

    ასეთი მძიმე პროფესია გვაქვს, რაც არ უნდა ცუდად იყო, ვალდებული ხარ, გააკეთო შენი საქმე და ყველანაირი დარდი და ტკივილი დროებით დაივიწყო (თუნდაც ორი საათით), ამ ვალდებულების მოსახდელად...

    დღეს ნუცას დაკრძალვაზე ვერ წავედი. ახლა კი, ამ ღამის და გამთენიის გასაყარზე, ვწევარ და ვკითხულობ ნუცასთვის დაწერილ ეკა ხოფერიას წერილს და ცრემლები ღაპა -ღუპით მომდის. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს. მაია...шаблоны для dle 11.2
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი