ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    მღვდელთმთავრების სია, რომლებიც ილია მეორეს 2011 წელს არ განუდგნენ და დღემდე არ ღალატობენ!

    Image result for ილია მეორე
    (სტატია ეხება საქართველოს საპატრიარქოში ჯერ კიდევ 2011 წელს დაწყებულ შიდა გადატრიალების მცდელობას, რამაც სამწუხაროდ, დღესაც იჩინა თავი).

    ახლა ერშიც და ბერშიც ისეთი ვითარებაა, რომ ერთმანეთის ფერებისა და ჩვენი სულმნათი შოთასი არ იყოს, ,,მტლაშა-მტლუშის'' დრო აღარ არის; ახლა სიმართლე პირდაპირ უნდა ითქვას და მეც, ჩემის მხრივ, შევეცდები, ,,მართლის თქმის'' პრინციპს, რომელიც ცხოვრების პურ-ღვინოდ გამიხდია, არც ამჯერად ვუღალატო!..

    ეკლესიაში წყალი მაშინ აიმღვრა, როცა საქართველოს დამაქცევრებსა და სამშობლოს მოღალატეებს აბრიალებული კელაპტრებით სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში ლოცავდნენ და მოგვიანებით ამ ძაღლთა პირებს პარაკლისები გადაუხადეს, აქაოდა, შენნაირი დიდი კაცი ილია ჭავჭავაძის შემდეგ საქართველოს არ ღირსებიაო!..

    ეკლესიაში წყალი მაშინაც აიმღვრა, როცა სასამართლოს მიერ პედერასტობისათვის გასამართლებელი მავანი სასულიერო პირი მღვდელმთავრის ხარისხში მიაბარეს მიწას და ზოგი სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალეს და ზოგი - სად...

    პატივცემულო მკითხელო, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გეტყვით მთავარს, - როგორც ზეკომპეტენტურმა და სანდო წყარომ ინფორმაცია მომაწოდა, საქართველოს წმინდა სინოდის წევრი 22 მღვდელმთავარი უწმინდესსა და უნეტარესს - ილია II-ს განუდგა!!!
    განდგომილები, მართალია, პატრიარქს წირვა-ლოცვებში იხსენიებენ და ამის არგაკეთებას ისინი, ჯერჯერობით, ვერ ბედავენ, მაგრამ მდგომარეობა ძალიან სერიოზულია და საგანგაშო!..

    ბუნებრივად დაისმის კითხვა, - რა სურთ მათ, რა უნდათ?..

    განდგომილი ეპისკოპოსების, მთავარეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტების საერთო სურვილსა და მიზანს გამოხატავდა, ალბათ, მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტის - მეუფე ვახტანგის (ერისკაცობაში ბადრი ახვლედიანის) მიერ წამოსროლილი ერთი ფრაზა, რომლის შესახებაც ჩემთვის ცნობილი გახდა: ,,ამოვიდა უკვე ყელში ეს პატრიარქი! 33 წელი საპატრიარქო ტახტზე ყოფნა ერთი ადამიანისთვის ძალიან ბევრია... პატრიარქი დიდი ხანია, გამოსაცვლელია!...''

    ერთი სიტყვით, როგორც საქმეში ჩახედილი და წვრილმან დეტალებშიც კი გარკვეული სარწმუნო წყარო მიმტკიცებს, იმ განდგომილ 22 მღვდელმთავარს ახალი პატრიარქის არჩევა და ილია მეორის გადაყენება სურს!.. პატრიარქის გადაყენება კი, მოგეხსენებათ, ძალიან ძნელი და საჩოთირო საქმეა. საქართველოს ისტორიაში თურმე ერთადერთხელ, დემეტრე მეორე თავდადებულის (1270-1289 წწ.) მეფობის ჟამს მომხდარა მსგავსი შემთხვევა, როცა პატრიარქი თავისი ნებით გადამდგარა და მონასტერში ბერად აღკვეცილა... ღმერთმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ნუ მოუშალოს ჩვენს პატრიარქს და როგორც წესი, საქართველოს პატრიარქები სიცოცხლეს სწორედ საპატრიარქო ტახტზე ასრულებენ... მგონი, ამით ყველაფერი ვთქვი, პატივცემულო მკითხველო და ამ თემას მეტად აღარ განვავრცობ!..

    როგორც მარწმუნებენ, თურმე, სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა უწმინდესისა და უნეტარესის შემცვლელად განიხილავენ 3 კანდიდატურას. ესენი გახლავან : 1) დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი - მეუფე აბრაამი (ერისკაცობაში ამირან გარმელია) ; 2) საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი - მეუფე დანიელი (ერისკაცობაში დავით დათუაშვილი) და 3) ჭყონდიდელი მიტროპოლიტი - მეუფე პეტრე (ერისკაცობაში პეტრე ცაავა). ინკოგნიტო წყაროს მტკიცებით , ხელისუფლებისა და განდგომილი მეუფეების გეგმა ასეთია, - თუ მოახერხეს და ილია მეორეს ტახტზე უარი ათქმევინეს, პატრიარქად ან მეუფე დანიელს აკურთხებენ, ან მეუფე აბრაამს, ხოლო შემდეგი პატრიარქი იქნება მეუფე პეტრე, რომელსაც, მოგეხსენებათ, კელიაში საკაშვილისა და სანდრა რულოვსის სურათები აქვს ჩამოკიდებული...

    წყარო იმასაც ამბობს, რომ თუ სააკაშვილი გაჯიქდა და გადაირია, აქაოდა ასაკოვანი პატრიარქი არ მჭირდებაო, შესაძლოა, პირდაპირ მეუფე პეტრე აღასაყდრონ კირიონისა და ამბროსი ხელაიას ტახტზეო!.. წყარომ ესეც მომახსენა: უფრო სავარაუდოა, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტს - მეუფე აბრაამს გაუწიონ განდგომილმა მღვდელმთავრებმა და ხელისუფლებამ ლობირება, რადგან მეუფე აბრაამი სნეულია და ეტყობა, სააკაშვილი ასეთი პრინციპით მოქმედებს, - ეს მაინც წარმავალია, ავად არის, ტახტი, ალბათ ისედაც მალე გათავისუფლდება და მერე ჩემს ფავორიტ , მეუფე პეტრეს წინ ვინ დაუდგებაო?!

    წყარომ იმ შესაძლო მიზეზის შესახებაც ილაპარაკა, რის გამოც, ალბათ, მეუფე დანიელი განდგომილებს მიემხრო. მოგეხსენებათ, მეუფე დანიელი ცხუმ-აფხაზეთისა და საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტი გახლდათ, მაგრამ, როცა აფხაზეთის ეპარქია, უფრო სწორად კი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტობა უწმინდესმა და უნეტარესმა თავის ტიტულატურას სავსებით გონივრულად და ბრძნული შორსმჭვრეტელობით შეუერთა, მეუფე დანიელს სამოქმედო ასპარეზი და წოდება შეუმცირდა. - ალბათ, ეს უნდა იყოს მეუფე დანიელის განდგომის მიზეზიო!.. - მითხრა წყარომ.

    ერთი სიტყვით, ამ მთავრობასა და განდგომილებს გეგმები ,,მაგარი'' აქვთ, მაგრამ სანამ სანამ სააკაშვილისა და მის ასპიტებს არ აუდგათ გვერდები, სანამ მაგათ პატრიარქს ტახტზე უარი ვერ ათქმევინონ და სოსო თოფურიძის რომელიმე თანამშრომელი პატრიარქად ვერ აკურთხონ!..

    სხვათა შორის, ანონიმმა წყარომ საოცარი რამ მითხრა ჭყონდიდელი მიტროპოლიტის - მეუფე პეტრესა (ერისკაცობაში პაატა ცაავა) და ფოთისადა ხობის მიტროპოლიტის - მეუფე გრიგოლის (ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი) შესახებ!..

    თურმე, მეუფე პეტრემ ძმაკაცს თუ ახლობელს, რომელმაც თბილისში საცხოვრებლად ბინა დაუთმო, ეს ბინა გაუყიდა(!!!) ეს კაცი, თურმე, დღესაც უშიშროების საბჭოში მუშაობს... გადაატრიალა და გადააქოთა ყველაფერი, საზღვარგარეთაც კი ეძებდა პაატა ცაავას, მაგრამ მის ასავალ-დასავალს ვერსად მიაკვლია. ერთ დღეს, როცა ტელევიზორი ჩართო, კაცს კინაღამ ტვინში სისხლი ჩაექცა, - ეკრანიდან მას ესაუბრებოდა და ლოცავდა თავზე მიტრადადგმული, ხოლო ხელში მოსეს კვერთხს დაყრდნობილი, უკვე მიტროპოლიტი, - მეუფე პეტრეო!!! რაც შეეხება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს, წყარომ კონკრეტული მისამართიც კი მიმითითა, - მეუფე გრიგოლმა (ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი) ჩიტაძის ქუჩა # 11-ში, ახლად აშენებულ სახლში, 300 კვადრატული მეტრი ფართობი შეიძინა მაშინ, როცა ამ სახლში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 1200 $-დან 1000$-მდე მერყეობს!!!

    - ეტყობა , ამიტომაც არ დაადგა საშველი ფოთში ახალი აია-სოფიას ტაძრის აშენებასო! - ბეჭედი დაასვა ანონიმმა წყარომ.

    ახლა კი ყველაზე მთავარი, პატივცემულო მკითხველო!..

    ინკოგნიტო წყარომ ექსკლუზიურად გადმომცა იმ მღვდელმთავრების ჩამონათვალი, რომლებიც მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისი მთავარ ეპისკოპოსს, მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა - ილია მეორეს არ განუდგნენ და პატრიარქს უერთგულეს! ესენი გახლავან:

    1. ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი, მეუფე იობი (ელგუჯა აქიაშვილი);
    2. წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი, მეუფე ზოსიმე (შოთა შიოშვილი);
    3. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი, მეუფე თადეოზი (მირიან იორამიშვილი);
    4. ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე (თამაზ ჯოჯუა);
    5. ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი, მეუფე ისაია (ზურაბ ჭანტურია);
    6. ბოდბის მთავარეპისკოპოსი მეუფე დავითი (გიორგი ტიკარაძე);
    7. ბათუმის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი);
    8. სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იეგუდიელი (გოჩა ტაბატაძე);
    9. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსი, მეუფე ილარიონი (დავით ქიტიაშვილი);
    10. გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსი, მეუფე ექვთიმე (თეიმურაზ ლეჟავა);
    11. საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსი, მეუფე ლუკა (ვაჟა ლომიძე);
    12. ბოლნისის ეპისკოპოსი , მეუფე ეფრემი (დავით გამრეკელიძე);
    13. გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (კონსტანტინე იაკობაშვილი);
    14. დმანისის, აგარაკ-ტაშირისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი (იმედა იარაჯული);
    15. ნიკორწმინდის მიტროპოლიტი, მეუფე ელისე (ელდარ ჯოხაძე);

    როგორც მარწმუნებენ, აი, სულ ეს 15 კაცი შემორჩა პატრიარქს ერთგული, დანარჩენი 22 მღვდელმთავარი კი...

    წყარო ვერ მიკონკრეტებს, შეხვდნენ თუ არა განდგომილები პატრიარქს, მაგრამ თავიანთ ჩანაფიქრებს რომ არ მალავენ და ახალი პატრიარქის არჩევა სურთ, ამას წყარო დაბეჯითებით მიმტკიცებს!!!

    დასასრულ, ამ 15 მღვდელმთავრის კრებულში ჩვენ ვხედავთ სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსს - მეუფე იეგუდიელსა (ერისკაცობაშიგოჩა ტაბატაძე) და ნიკორწმინდის მიტროპოლიტს - მეუფე ელისეს (ერისკაცობაში ელდარ ჯოხაძე)... 11 ივლისს, სინოდის იმ სკანდალურ სხდომაზე, მეუფე იეგუდიელმაც და მეუფე ელისემაც ხელი აუწიეს სააკაშვილისა და გერეგინ მეორის მიერ დაწერილ სომხურ კანონს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი დღეს პატრიარქის ერთგულ მეფეთა შორის არიან, რაც ძალიან მახარებს!

    ავტორი: დიტო ჩუბინიძე - „კვირის ქრონიკა" 2011 წ.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი