ე.წ. ციანიდის საქმე - ბრალდებული დეკანოზი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს. მის ადვოკატს დამატებითი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა გიორგი ფანცულაია ირწმუნება, რომ გიორგი მამალაძეს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა მის ოჯახს საფრთხე ემუქრებოდეს. ე.წ. ციანდის საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირი მისმა ინტერესების დამცველებმა ციხეში მოინახულეს. დეკანოზი გიორგი მამალაძე საქმის დეტალებზე ისევ არ საუბრობს, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს, რომ მისი საქმით დაინტერესდნენ, რადგან ბრალდებული აცხადებს, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს. ბრალდებული ციხეში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების შესვლას ითხოვს. სკანდალური საქმის შესახებ პირველად საჯაროდ ისაუბრა პროკურატურის მთავარმა მოწმემ. ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ბრალდებულ დეკანოზს მოუწოდეს დუმილის უფლება დაარღვიოს. მამალაძე აცხადებს, რომ მან მტკიცებულებები პროკურატურას დანაშაულის აღვეთის მიზნით გადასცა. სკანდალურ საქმეზე პროკურატურას დაკითხული ყავს ადვოკატი ირმა ჭკადუა. რა ინფორმაციას ფლობს ბრალდების მოწმე მაღალი რანგის სასულიერო პირის მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე, უცნობია, თუმცა ადვოკატი ადასტურებს, რომ გამოძიების დაწყების შემდეგ, ის პროკურატურაში დაიბარეს და გამომძიებლებს, მისთვის ცნობილ დეტალებზე უამბო. საგამოძიებო უწყების მხრიდან შესაძლო უფლებების დარღვევაზე საჯაროდ უკვე მეორედ გააკეთა განცხადება სახალხო დამცველმა. მთავარი უფლებადამცველის მსგავსად, პროკურატურას დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს პრეზიდენტიც.
წყარო
