რამდენიმე წუთის წინ თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორმა დაუდგენელმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა «X5»-ის მოდელის «ჯიპს», რომელშიც იმ დროისთვის 3 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - «ინტერპოლის» საქართველოს ბიუროს თანამშრომელი.როგორც შემთხვევის ადგილიდან «აქცენტის» კორესპონდენტი იუწყება, ინციდენტის შედეგად მანქანაში მყოფი ორი პირი უვნებლად გადარჩა, მესამე კი - «ინტერპოლის» თანამშრომელი მძიმედ არის დაჭრილი და მე-9 საავადმყოფოშია გადაყვანილი.მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაზე უცნობია. ინფორმაციას „აქცენტი“ ავრცელებს.