ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ცნობილია იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც დეკანოზს ფარულად იწერდა

    ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა იმ ადამიანის ვინაობა გაარკვია, ვისაც სავარაუდოდ, ფარულად ჰქონდა მიმაგრებული ვიდეოჩამწერი, რითაც დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძეს იწერდა.
    ვიდეოჩანაწერი მთავარი მტკიცებულებაა საქმეში. როგორც მან “კურიერთან” საუაბრში აღნიშნა, მთავარ პროკურატურასთან ხელი მოაწერა გაუთქმელობის დოკუმენტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც კი შეიზლება მსიცენ იმის გამო, თუ საქმის მასალებს გაამჟღავნებს.
    ტელეკომპანიის ინფორმაციით, უკვე მზადდება ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომლის გავრცელებაც, სავარაუდოდ, ხვალ მოხდება, თუმცა პროკურატურაში ჯერჯერობით, აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებენ.
    დღეს პროკურატურამ ბრიფინგზე მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა და მის მიმართ წაყენებული ბრალიც დაასახელა.
    უმაღლესი სასულიერო პირის მკვლელობის მომზადება – ამ დანაშაულისთვის დააკავეს დეკანოზი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობას კალიუმის ციანიდით გეგმავდა. ციანიდი მტკიცებულებად საქმეში დევს.
    სასულიერო პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პატრიარქის დელეგაციასთან ერთად ბერლინში მიემგზავრებოდა.
       primetime.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი