ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    მეუფე პეტრე სააკაშვილის სიამის კატა იყო – მამა ლევან ფირცხალაიშვილი

    საპატრიარქოს კარის ეკლესიის მოძღვარი მამა ლევან ფირცხალაიშვილი მეუფე პეტრე ცაავას აკრიტიკებს.
    როგორც მამა ლევან ფირცხალაიშვილმა ,,პრიორიტეტის” ეთერში განაცხადა მამა პეტრე ცაავა პატრიარქს იუდას ამბორით ეამბორება დ წმინდა სინოდს შეურაცხყოფას აყენებს. მამა ლევანის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მას პეტრე ცაავასთან კამათიც მოუვიდა.
    ,,ტელევიზიაში გამოჩნდა მეუფე პეტრე, რომელიც ისე ლაპარაკობს თითქოს სანამ მამა გიორგის დაიჭერდნენ, მანამდე იცოდა ყველაფერი და მერე დანარჩენი ტექსტი მისი სალაპარაკოა. აუგად მოიხსენიებს სინოდის წევრებს და თვითონ პატრიარქსაც იუდას ამბორით ეამბორება. ეს პატრიარქის და წმინდა სინოდის შეურაცხყოფაა.
    მე მქონდა მასთან კამათი და მე ვუთხარი: ,,შენ იუდა ისკარიოტელის პოზიციაზე ხარ-მეთქი”. ამას დიდი შეშფოთება მოჰყვა. კაცი, რომელიც ეკლესიას ამხელს და მთელი ცხოვრებს მანძილზე იყო სააკაშვილის სიამის კატა იყო, ის პატივსაცემ სასულიერო პირებზე ოქროს თევზს ამბობს. ამ მოვლენით კი ისე გახარებულია და ისე გრძნობს თავს, როგორც წყალში ოქროს თევზი.
    მე მგონია რომ საგამოძიებო მოხელეები მიხვდებოდნენ ამ ამბავს”, – განაცხადა ,,პრიორიტეტს” ეთერში მამა ლევან ფირცხალაიშვილმა.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი