ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    „ოცნების“ პოლიტდევნილი ორი კაცის მკვლელობისთვის გაასამართლეს!!

    „ოცნების“ პოლიტდევნილი ორი კაცის მკვლელობისთვის გაასამართლეს

    2012 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე ათეულ ადამიანს პოლიტდევნილის სტატუსი მიანიჭა. ამ სიაში ქართული ოცნების დეპუტატ ნანა ყეინიშვილის ორი მაზლი - იანიკ და ჯემალ ქარქუსოვებიც აღმოჩნდნენ. 2006 წლის დასაწყისში ისინი ვანო მერაბიშვილის დახმარებით ცხინვალის ციხიდან გამოაპარეს. იმავე წელს ერთ-ერთ მათგანს, ჯემალს, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შს მინისტრის პოსტი უბოძეს, მათი კიდევ ერთი ძმა ურუზმაგი კი ამ მთავრობაში პრემიერის პოსტზე მიავლინეს. 2008 წელს იანიკმა და ჯემალმა საქართველო დატოვეს და რუსეთს სთხოვეს თავშესაფარი. რუსეთმა ისინი უპრობლემოდ შეიფარა, არადა, ცხინვალის მთავრობას მათზე, როგორც სამშობლოს მოღალატეებზე, ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.
    საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება რამდენიმე თვის განმავლობაში ასაიდუმლოებდა მათი გაპარვის ამბავს. საინტერესოა ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ძმებმა რუსეთს შეაფარეს თავი, ცხინვალის ხელისუფლებას აღარც ისინი გახსენებია და აღარც - მათი ღალატი.
    რუსეთს თავშეფარებულმა ძმებმა განაცხადეს, რომ ყოველთვის რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან მათ ხელს რაღაც ინფორმაციებიც გააყოლეს.
    იანიკ და ჯემალ ქარქუსოვების პოლიტდევნილთა სიაში შეტანამ თავიდანვე ბევრი ჭორი გააჩინა. ოცნების ხელისუფლება ცდილობდა, მათზე რაც შეიძლება ნაკლები ელაპარაკა. სანამ ისინი დუმდნენ, რუსეთის მიერ დავერბოვკებულმა და ოცნების პოლიტდევნილად შერაცხულმა იანიკ ქარქუსოვმა ორი ადამიანი მოკლა.
    ოსური მედიის ინფორმაციით, პოლიტდევნილმა იანიკმა 2016 წელს ავტომატური იარაღით ძმები რუსლან და სოსლან გოგჩიევები დახოცა. ისინი წარმოშობით ზნაურის რაიონის სოფელ დიდმუხიდან არიან.მოკლულთაგან ერთ-ერთმა 2015 წელს იანიკ ქარქუსოვს 200.000 რუბლი ასესხა. მსესხებელს ვალი ერთ თვში უნდა დაებრუნებინა. პოლიტდევნილის სტატუსის მქონემ დანაპირები არ შეასრულა. ძმები გოგჩიევები მასთან დასალაპარაკებლად რამდენჯერმე მივიდნენ სახლში, მაგრამ მოვალე ვერ ნახეს.
    ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, იანიკ ქარქუსოვმა ერთ დღეს ძმები თავისთან დაიბარა და დაჰპირდა, ვალს დაგიბრუნებთო. ვალის დაბრუნების ნაცვლად მან ძმებს ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა. ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე საავადმყოფოში გარდაიცვალა. იანიკ ქარქუსოვი მალევე დააკავეს. მისი სასამართლო კარგა ხანს გრძელდებოდა, განაჩენი კი მიმდინარე წლის 4 თებერვალს გამოუტანეს.

    ოსური მედიის ცნობით, მან დანაშაული აღიარა და დაზარალებული მხარისგან პატიებაც ითხოვა. პროკურატურის მოთხოვნით, მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელს იანიკ ქარქუსოვი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარებს.
    ავტორ(ებ)ი : ახალი თაობა

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი