ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ვასილ მაღლაფერიძე: 2018 წლამდე დროებით ვაჩერებთ ყველა გადაცემას

    საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, 2018 წლამდე უნდა გაჩერდეს “საზ. მაუწყებლის” ყველა გადაცემა, გარდა საინფორმაციოსი, რათა მოხდეს ამ ტელევიზიაში დღეს არსებული ვითარების გამოსწორება. 
    ”საჭიროა ფინანსები და ელემენტარული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, რომელიც აქვს ყველა სხვა ტელევიზიას და არ აქვს ამ ტელევიზიას და ამისთვის საჭიროა 2018 წლამდე დროებით შევაჩეროთ გადაცემები, რათა მოვამზადოთ პლატფორმა. ჩვენ დროებით ვაჩერებთ გადაცემებს, რათა დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი. ეს არის ჩვენი გეგმა, ეს არის ჩვენი ანალიზი, ჩვენი საექსპერტო დასკვნა აქ არსებული მდგომარეობისა. ამავე დროს ვხსნით კარს, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენ კი არ დაგვისვან მარტო კითხვები, წარმოადგინო თავისი რეკომენდაციები, თავის საექსპერტო დასკვნა. მე ძალიან გამიხარდება, ჩვენ გუნდსაც ძალიან გაუხარდება და ადგილსაც დავუთმობ დიდი სიამოვნებით, თუ მოვისმენთ იმ გეგმას, როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან ისე, რომ არც გადაცემები შევაჩეროთ, ამ არსებულ თანხებში ყველაფრის ისევ ისე კეთება გავაგრძელოთ, როგორ მოვუმატოთ თანამშრომლებს ხელფასები, როგორ ვიყიდოთ ახალი ტექნიკა, მე ამ პროექტს სიამოვნებით მოვუსმენდი. არა მხოლოდ facebook-ზე ლანძღვის რეჟიმში, არამედ ძალიან საქმიანად და ძალიან ყურადღებით. უნდა იყოს ძალიან დიდი მსჯელობა, ჩვენ ჯერ ეს უნდა გავაცნობიეროთ”, – განაცხადა მაღლაფერიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
    “შეიძლება ვიღაცას მიაჩნია, რომ აქ კრიზისი არ არის და საამური სამოთხეა, მაგრამ ჩვენ ამას ასე არ ვუყურებთ. გარდაქმნის და განვითარების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რადიკალური ნაბიჯების გარდა საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ შეასრულებს მის ფუნქციას და დაფინანსება აზრს კარგავს”-დასძინა მან.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი