ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    გადეტექტივებული საზოგადოების ეჭვები - არასასულიერო პირის მკვლელობის მცდელობის თავიდან აცილება არ არის უმნიშვნელოვანესი?

    გადეტექტივებული საზოგადოების ეჭვები - არასასულიერო პირის მკვლელობის მცდელობის თავიდან აცილება არ არის უმნიშვნელოვანესი?
    ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საპატრიარქოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს და ფაქის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას: ჩემი აზრით, მთელი დღევანდელი აჟიოტაჟი ორი ნაწილისაგან შედგება:1. გამოძიების ვერსიით, თავიდან იქნება აცილებული ა დ ა მ ი ა ნ ი ს მკვლელობა. ისმის კითხვა, არასასულიერო პირის მკვლელობის მცდელობის თავიდან აცილება, ანუ პრევენცია არ არის უმნიშვნელოვანესი? 2. სახეზეა ე.წ. “კლიპური აზროვნების” მაგალითი: ანუ, იურიდიული დოკუმენტის და განცხადების წაკითხვისა და გაგების პრობლემა. 3. მკვლელობის ობიექტის არდასახელება სწორად მიმაჩნია, ზოგჯერ ეს გამოძიების უმნიშვნელოვანესი ტაქტიკაა. 4.პატრიარქის მკვლელობის მცდელობა კატეგორიულად უარყო ბატონმა შოთაძემ, ხოლო “მიხვედრილმა საზოგადოებამ” მაინც იფიქრა, გვატყუებს და სწორედ პატრიარქი იქნებაო. გადეტექტივებული საზოგადოების ეჭვების ნაყოფი. 5. ვინ შეუწყო ხელი საზოგადოებრივი განწყობების გარკვეულ კალაპოტში მოქცევას? იქნებ ერთ-ერთმა ტელევიზიამ ძალიან მაღალპროფესიულად (ვაღიარებ) გამოიყენა გავლენის ფსიქოლოგიის მეთოდოლოგია?
    ეეეეჰ. კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო, ვინც ეს თქვა, შეიძლება წერა-კითხვაც არ იცოდა, მაგრამ მოსმენა ეცოდინებოდა ბოლომდე და დასკვნების გამოტანა“, წერს მაია ნიკოლაიშვილი.
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი