ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    თვითმკვლელობა სიყვარულის გამო - ფოთში 35 წლის სოფიო ქოიავა მე-7 სართულიდან გადმოხტა

    თვითმკვლელობა სიყვარულის გამო - ფოთში 35 წლის სოფიო ქოიავა მე-7 სართულიდან გადმოხტა
    მორიგი თვითმკვლელობა სიყვარულის გამო. ფოთში 35 წლის სოფიო ქოიავა მე-7 სართულიდან გადმოხტა. გადაწყვეტილების მიზეზი მან სოციალურ ქსელში, თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, საჯაროდ განმარტა:„მარტივი არ არის ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანო, მაგრამ შენ გამოგივიდა… წარმატებებს გისურვებ პიმენ… ეს ის წარმატებებია, რომელიც შენ მისურვე თვითმკვლელობაში… “ სოფიო ქოიავამ სტატუსთან ერთად, ყოფილ შეყვარებულთან, პიმენ (ბუტა) ნაცვლიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა.
    ქოიავა ფოთში ცხოვრობდა და კომპანია „GSG – Georgian Service Group“ – ში მუშაობდა. ამავე კომპანიაში მუშაობდა სოფოს მეგობარი მამაკაცი – პიმენ ნაცვლიშვილიც. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში შეყვარებულები იყვნენ.„კვირას“ ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, პიმენ ნაცვლიშვილმა სოფიო ქოიავა მიატოვა და ოჯახის შექმნა სხვა გოგოსთან ერთად გადაწყვიტა. სავარაუდოდ, ნაცვლიშვილს ქორწილი დღეს უნდა ჰქონოდა.„ეს ის ფოტოებია, რომელიც ყველამ იცის, დანარჩენი ისეა ჩაკირული ჩემს მეხსიერებაში, რომ თან მიმაქვს… კადრები, რომლებიც რეალობას ასახავს და რომლის გამოქვეყნებაც შეგრცხვა… უფრო სწორად, არ გაწყობდა… აწი ვეღარ შეხედავ თვალებს, რომელსაც “სულ ყველაზე ლამაზი უწოდე” … თუმცა იგივე ტექსტი სულ რაღაც 2 კვირაში სხვის თვალებსაც მოარგე… არასოდეს შემშურდება იმ ქალის, რომელიც უყვართ, მაგრამ მაინც ღალატობენ… მარტივი არ არის ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანო, მაგრამ შენ გამოგივიდა… წარმატებებს გისურვებ პიმენ… ეს ის წარმატებებია, რომელიც შენ მისურვე თვითმკვლელობაში… დედაჩემთან სამძიმარზე წამოსულ მამაშენს ის სიტყვები გამოაყოლე, რომელიც ბოლოს მიწოდე… ეს დასასრულია…“ – დაწერა სოფო ქოიავამ თვითმკვლელობამდე. 
    კომპანია GMG-ში, სადაც სოფიო ქოიავამ და პიმენ ნაცვლიშვილმა ერთმანეთი გაიცნეს, მომხდარის შესახებ საუბარი არ სურთ. „კვირას“ ინფორმაციით, პიმენ (ბუტა) ნაცვლიშვილი ცნობილი ფოთელი კოლორიტის – ფოთის განათლების განყოფილების ყოფილი გამგის და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, პიმენ ნაცვლიშვილის შვილიშვილია. მისი მამა კი ცნობილი ექიმ-ტრამვატოლოგი ბადრი ნაცვლიშვილია.სოფიო ქოიავა ფოთში, ჯუღაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მე-7 სართულიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი დახვდა.შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
    აღსანიშნავია, რომ 2 დღის წინ, ბათუმში 19 წლის აზა მელიქაძემაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახალგაზრდა საცხოვრებელის სახლის მე-5 სართულიდან გადმოხტა. სავარაუდო მოტივი ამ შემთხვევაშიც, „სიყვარულია“. “მე ბევრი ადამიანი მიყვარს ჩემ გარშემო… მაგრამ მხოლოდ ერთი მიყვარს ჩემში …” – დაწერა აზა მელიქაძემ თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში.

    kvira.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი