ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    მამა გიორგი მამალაძემ ამ ბინძური ქალბატონის საქმიანობას დისკომფორტი შეუქმნა - მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილის შესახებ

    მამა გიორგი მამალაძემ ამ ბინძური ქალბატონის საქმიანობას დისკომფორტი შეუქმნა - მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილის შესახებ
    ერთადერთი სასულიერო პირი, ვინც ტელეკომპანია „იმედს“ ინტერვიუზე დათანხმდა და პატრიარქის შესაძლო მოწამვლაზე კომენტარი გააკეთა, იყო მეუფე პეტრე, ჭყონდიდის ეპისკოპოსი: „ძალიან უხერხულია, რა ფაქტიც გაჟღერდა. მინდა გამოვხატო ჩემი პირადი თხოვნა, რომ განსაკუთრებულად მოეკიდონ ამ ფაქტს, დეკანოზი გიორგი მამალაძე ორი წელია, ხელმძღვანელობს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს და კლინიკას, რომელთან მიმართებაშიც ბევრი კითხვის ნიშანი იყო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. მამა გიორგიმ აღმოაჩინა ბევრი არასახარბიელო კორუფციული ფაქტი, რაც ჩემს მიერ ახლახან გაჟღერებულ თემას, რუხი კარდინალის, შორენას საქმიანობას უკავშირდება. ეს საქმე არის გაგრძელება იმ ქაოსური და ჩრდილოვანი მმართველობისა, რაც არსებობს საპატრიარქოში. ნებისმიერი საკითხის წამოწევა ხდება რაღაც მთავარი პრობლემის გადასაფარად. ეს ქალბატონი მართავდა ეკონომიკურ სამსახურსაც, ვიდრე იქ დაინიშნებოდა მამა გიორგი. ამ ქალბატონს და მის ბინძურ საქმეებს შეექმნა დიქომფორტი მამა გიორგის გამოჩენით. მე მექნება თხოვნა სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმართ, რომ გააძლიერონ მამა გიორგის დაცვა, ვიდრე ის დაარღვევს დუმილს. ის აუცილებლად დაარღვევს დუმილს, რადგან წერტილი მარტო მამა გიორგისთან ვერ დაისმება. მოწამვლის თემა ხშირად ისმოდა საპატრიარქოში, ეს წლების განმავლობაში ვრცელდება, ხოლმე. ეს ქალბატონი, რომელიც ინტრიგებით მართავს საქპატრირქოს, არაერთხელ აშანტაჟებდა პატრიარქს მოწამვლის თემით. ვის ჭირდებოდა, რომ საზოგადოების და პატრიარქის ყური შეჩვეოდა მოწამვლის ფაქტს. ვიდრე არ იქნება აღმაშენებლისეული მიდგომა, რომ ვამხილოთ ყველანი, მანამდე იქნება ეს სიტუაცია. გარე ძალებში ვგულისხმობ იმათ, ვინც ეს ქალბატონი მოიყვანა საპატრიარქოში. არ გამოვრიცხავ, რომ შორენას პროვოკაციას წამოეგო მამა გიორგი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის დაარღვევს დუმილს“, განაცხადა მეუფე პეტრემ.
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი