ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ილია მეორის სიკვდილი უნდა დაბრალებოდა ბიძინას და ხელისუფლებას - ამ პროპაგანდას ეწეოდა რუსთავი-2 და ელისო კილაძე

    ილია მეორის სიკვდილი უნდა დაბრალებოდა ბიძინას და ხელისუფლებას - ამ პროპაგანდას ეწეოდა რუსთავი-2 და ელისო კილაძე
    ბლოგერი შალვა თოიძე სოციალურ ქსელში საპატრიარქოსთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმაურება და რამდენიმე ლოგიკურ დასკვნას აკეთებს:„რა ნაძირლები არიან! თავიდან დაიწყეს იმით, რომ ვითომ ლაშა ნაცვლიშვილი ვაჭრობდა ფარული ჩანაწერებით, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბიძინა ივანიშვილის საუბარი პატრიარქზე, რომელსაც ვითომდა ცუდად მოიხსენიებდა. ანუ საზოგადოებრივ აზრს ამზადებდნენ ძალიან ვერაგულად. შემდეგ, გუშინ მთელი დღის განმავლობაში, ფეისბუქშიც ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას უნდოდა პატრიარქის მოშორება (სიკვდილი). ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ილია მეორეს სიკვდილი დაბრალებოდა ბიძინას და ხელისუფლებას. ამ პროპაგანდას ეწეოდა რუსთავი 2 და ელისო კილაძე. როგორც ირკვევა, თვითონ აპირებდნენ პატრიარქის მოკვლას, ან მინიმუმ იმას მაინც ფიქრობდნენ, რომ ამ მოხუცმა კაცმა იქნებ ოპერაცია ვერ გადაიტანოსო და ამ ყველაფრით ჩვენ ვიხეირებთო. ღმერთის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დანარჩენს დრო გამოავლენს. ეს ნაძირლები! ღმერთმა შეუნდოთ!“, წერს შალვა თოიძე.
    სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ფოტო, სადაც ერთად არიან პატრიარქი და მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი. ფეისბუკმომხმარებელი წერს:"ციანიდის" 2 სამიზნე!“ და ითხოვს: - კარგი იქნება, თუ "სდსს" პატრიარქის პირადი დაცვის გაძლიერებასთან ერთად, მის ძმიშვილს, ბათუმ-ლაზეთის ეპარქიის მეთაურს მიტროპოლიტ დიმიტრისაც მიუჩენს გაძლიერებულ დაცვას....!!!
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი