დღეს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იუბილარია, მას 61 წელი შეუსრულდა.
ივანიშვილი 1956 წლის 18 თებერვალს საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში დაიბადა.
იგი ბიზნესიდან პოლიტიკაში, ფაქტობრივად იძულების გზით, 2012 წელს გადავიდა და პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დააფუძნა.
კოალიციამ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
2012 წლის 25 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა.
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მან პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და სამოქალაქო სექტორში გადავიდა.
დღეისათვის, ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციას ,,მოქალაქე"-ს ხელმძღვანელობს.
"თბილისი 24" საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელმაც საქართველოში ნეოფაშიზმის დამარცხებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ულოცავს 61 წლის იუბილეს და საქართველოს სასიკეთოდ მრავალი წლის სიცოცხლეს უსურვებს!