ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    "ქართული ოცნების" დეპუტატის სკანდალური განცხადება - "რუსთავი 2-ი უნდა განეიტრალდეს"





    რუსთავი 2-ი უნდა განეიტრალდეს, ამის გარეშე საქართველოს არაფერი არ ეშველება, - თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“ არის ტელეკომპანია, რომელიც დეზინფორმაციას ავრელებს. „ბოლოს და ბოლოს, ვერ უნდა მივიდეს ხელისუფლება და საზოგადოების დიდი ნაწილი იმის გაცნობიერებამდე, რომ რუსთავი2-ი არის ფაშისტური, დანაშაულებრივი რეჟიმის საყრდენი, დეზინფორმაციის მანქანა და მასთან თანამშრომლობა არის ასევე დანაშაული და სამარცხვინოა! რომ მივარდებით დაძახილზე დაოთხილები და იქ საჯაროდ შერცხვებით ხოლმე, დასკვნები არ უნდა გამოიტანოთ? დონალდ ტრამპისგან მაინც აიღეთ მაგალითი, რომელმაც სი-ენ-ენ-ს და მის კლონებს ბოიკოტი გამოუცხადა. სი-ენ-ენ-ი რუსთავი-2-თან უცოდველი ბავშვია. "კართაგენი უნდა დაინგრეს"-ამბობდა სციპიონი. მართალი იყო, ვინაიდან ამის გარეშე რომს მომავალი არ ჰქონდა. რუსთავი 2-ი უნდა განეიტრალდეს , ამის გარეშე საქართველოს არაფერი არ ეშველება,” - წერს მანჯავიძე.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი