ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    12 გენიალური იდეა, რომელიც სამზარეულოში „ფუსფუსის“ დროს ძალიან გამოგადგებათ


    მხოლოდ გამოცდილ მზარეულებს შეუძლიათ ვაშლის გაჭრა დანის გარეშე, კვერცხის გაფრცქვნა ერთი ხელის მოსმით და ხახვის დაჭრა ცრემლის გარეშე. მათ იციან ხერხები, სადილის მომზადების ტექნიკა და სიხარულით გვიზიარებენ ამას.
    იოგურტის „წვეთები“
    1
    ეს გემრიელი და რაც მთავარია სასარგებლო დესერტია, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. მისი მომზადება ძალიან მარტივია: იოგურტის მასა მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში ან საკონდიტრო შპრიცში, წვეთები გამოუშვით საცხობ ქაღალდზე, ხოლო შემდეგ 1 საათით მოათავსეთ საყინულეში.
    დაჭერით ხახვი და არ „იტიროთ“
    2
    იმისათვის, რომ ხახვის ჭრის დროს ცრემლები არ წარმოგივიდთ, სანამ მის დაჭრას შეუდგებით, 15 წუთით ადრე მოათავსეთ საყინულეში.
    როგორ გავფრცქვნათ კვერცხი მარტივად?
    3
    კვერცხიდან ნაჭუჭი მარტივად მოსცილდება, თუ მოხარშვისას წყალში  ერთ ნაჭერ ლიმონს ჩააგდებთ. ლიმონის შეცვლა ½ ჩ.კ. საკვებით სოდით შეგიძლიათ- ეფექტი  იგივე იქნება.
    პელმენის მოხარშვის საიდუმლო
    4
    ჯამში წყალი ნახევრამდე აავსეთ და დაელოდეთ ადუღებას, შემდეგ დაამატეთ მარილი, დაფნის ფოთოლი და მდუღარე წყალში ჩაყარეთ პელმენი. დაელოდეთ სანამ პელმენი ზემოთ ამოვა და წვრილი ნაკადით ჩაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი. ცეცხლზე გააჩერეთ 3-4 წუთი, ხოლო შემდეგ გადაიტანეთ თეფშზე. ამ მეთოდით პელმენი ბევრად გემრიელი იქნება.
    როგორ გამოვაცხოთ თუ კვერცხი არ გვაქვს?
    5
    თუ თქვენ აპირებდით, მაგალითად,  ფუნთუშას გამოცხობას ან სხვა დესერტს და აღმოაჩენთ, რომ კვერცხი არ გაქვთ, მისი შეცვლა ბანანით შეგიძლიათ: 1 კვერცხი =  ½ ბანანს. დესერტის გემო ნამდვილად არ იქნება არასასიამოვნო.
    იდეალური ყავა
    6
    არიან ადამიანები, რომლებისთვისაც  დილა ყავის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მცირე რაოდენობით მარილი და დარიჩინი ყავას განუმეორებელ არომატს აძლევს.
    როგორ განვაცალკევოთ ორ ნაწილად ვაშლი დანის გარეშე?
    7
    თუ თქვენ გაქვთ 1 ვაშლი, თუმცა მსურველი ორია, არსებობს მეთოდი, რომლის საშუალებითაც მას ორად გაყოფთ.
    დაგრიხეთ ვაშლის ყუნწი;
    ყანწთან ჩაჭიდეთ ორივე ცერა თითი და მოძებნეთ მოხერხებული მდგომარეობა;
    შემდეგ ძლიერად გასწიეთ ვაშლი ორივე მხარეს- მას მარტივად გახლიჩავთ 2 ნაწილად.
    ნივრის სწრაფად გაფრცქვნა
    8
    იმისათვის, რომ ნივრის გაფრცქვნაში დიდი დრო არ დახარჯოთ, უბრალოდ 15 წამი მოათავსეთ ის ჩართულ მიკროტალღურ ღუმელში. ამის შემდეგ ნიორს კანი მარტივად მოსცილდება.
    როგორ განვასხვავოთ ბულგარული წიწაკის გემო?
    9
    სანამ ბულგარულ წიწაკას იყიდით შეხედეთ მას ძირს. წიწაკას, რომელსაც 3 ჭრილი აქვს-„ბიჭია“, ხოლო 4 ჭრილით-„გოგო“.  „ბიჭი“ ბევრად ტკბილია, მისი ჭამა ყოველგვარი ინგრედიენტების გარეშე შეგიძლია, ხოლო „გოგო“ ბევრად მკვრივია, მისი გემო მომჟავოა, ამიტომ მისი გამოყენება უკეთესია კერძებში.
    როგორ დავჭრათ რულეტი დანის გარეშე
    10
    იმისათვის, რომ სწრაფად და თანაბრად დაჭრათ რულეტი, გამოიყენეთ კბილის ძაფი (ე.წ.ფლოსი).
    უკეთესი ვიდრე შემწვარი
    11
    თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შემწვარ კარტოფილზე გემრიელი არაფერია, გასინჯეთ შემდეგი რეცეპტით მომზადებული კერძი: კარტოფილზე გააკეთეთ მცირე ზომის ჭრილები, მას მოაფრქვიეთ ცოტა ზეითუნის ზეთი, ასევე დაუმატეთ მცირე რაოდენობით კარაქი, მარილი და პილპილი გემოვნებით.  კარტოფილი მოათავსეთ 220 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 40 წუთის განმავლობაში. ის აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი კერძი.
    კარტოფილის სწრაფი გაფრცქვნა
    12
    თუ  არ გიყვართ კარტოფილის გაფრცქვნა, ეს ხერხი თქვენთვის არის:
    კარტოფილზე გააკეთეთ პატარა ზომის ჭრილი;
    მას დაასხით მდუღარე წყალი, დადგით ცეცხლზე და დაელოდეთ ადუღებას;
    მდუღარე წყლიდან ამოიღეთ თითო კარტოფილი და უბრალოდ მოაცილეთ კანი.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი