ვირუსი, პირველ ყოვლისა აისახება სასუნთქ გზებზე, რომელიც იწვევს შემაწუხებელ ხველას, ბრონქიტს და ყელის ტკივილს. გამოჯანმრთელების პროცესი რამდენიმე დღიდან კვირამდე გრძელდება, ამიტომ მკურნალობა აუცილებელია პირველი სიმპტომებისთანავე.
თუ შეამჩნევთ ბრონქიტის სიმპტომებს, მოამზადეთ ეს ნატურალური საშუალება, რომელითაც ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები მკურნალობდნენ. ითვლება, რომ ეს ნაყენი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
ინგრედიენტები:
რძე-250 გრ.
ნაღების კარაქი-1 ჩ.კ.
თაფლი-1 ჩ.კ.
საკვები სოდა-0,25 ჩ.კ.
კვერცხის გული-1 ცალი.
მომზადების წესი:
1.ადუღებული რძე გააგრილეთ.
2.რძეს დაუმატეთ ნაღები, თაფლი და კარგად აურიეთ ერთმანეთში, ხოლო შემდეგ დაამატეთ სოდა, კვერცხის გული და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ.
დალიეთ 5 დღის განმავლობაში ძილის წინ. ნაყენის პირველი მიღებიდან მომდევნო დღეს გაუმჯობესებას აუცილებლად იგრძნობთ. სასარგებლოა როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის.