ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ქუთაისში სასულიერო პირის სახლში ჩხრეკა განხორცილდა - კანაფის პირადი მოხმარების ფაქტზე.

    დიაკონმა, გიორგი ჯახუამ, "გირჩის" ოფისში ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, იგი კანაფს ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იყენებდა - ჰეპატიტის, დიაბეტისა და ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ.დიაკონმა სამართალდამცავები უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა.
    პოლიციელებმა, 2 ძირ კანაფთან ერთად, წაიღეს ანტიკვარული იარაღი, რომელიც უკვე გამოუსადეგარი იყო და რომელსაც ბავშვის სათამაშოდ იყენებდნენ.
    “დაიწყეს ქილიკით ლაპარაკი, გარდერობის ნივთების მორგება, გამომძიებელმა შლაპა დაიხურა, “მევასებაო”. განყოფილებაში წაყვანამდე მცენარეებთან სურათების გადაღება დაიწყეს, მერე მეც დამიძახეს, ჩემთან მოდიო, ხელი გადამხვიეს და კანაფის ფონზე “სელფები” გადაიღეს,” – აღნიშნავს ჯახუა.
    სასულიერო პირს "გირჩის" იურისტი დაიცავს.

    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი