26 თვისება რომლის მიხედვითაც ინდიგოს ამოიცნობთ:
1. ინდიგო ბავშვები ყველაზე ხშირად იბადებიან დაღმავალი ლომი – აღმავალი მერწყულის მქონე კარმული პროგრამით. როგორც ცნობილია, მერწყულის ზოდიაქო რეფორმატორული და ნოვატორული ტენდენციებით ხასიათდება, ამიტომ ადამიანი, რომლის აღმავალი მისიაც ამ ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება, შესაძლოა ამქვეყნად დიდი ცვლილებებისა და ზოგადსაკაცობრიო ხასიათის რეფორმების გასატარებლად მოვიდეს.
2. ინდიგოებს ახასიათებთა წარმოუდგენელი ჰიპერაქტიურობა და ხშირად არიან გონებაგაფანტულები.
3. მრისხანება ცივი გონებით შეუძლიათ – ამ ბავშვებში ბრაზი არასოდეს კეტავს ცნობიერებას. ისინი ყოველთვის გააზრებულად გამოხატავენ მრისხანებას.
4. მკვეთრად გამოხატული ასოციალურობა – მათი დიდი ნაწილი დისტანციას ქმნის თანატოლებთან კავშირისას. ახასიათებთ პერიოდული ჩაკეტილობა. თუმცა, ერთი შეხედვით კომუნიკაბელურები არიან, მალე ბეზრდებათ ყველაფერი.
5. ზემოთ თქმული კომუნიკაბელურობა – ინდიგოს შეუძლია პერიოდულად იყოს ჰიპერკონტაქტური, რასაც მოსდევს რადიკალური სიმშვიდისა და აპათიის პერიოდი.
6. მათ არ შეუძლიათ დაქვემდებარებულის როლში ყოფნა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პატარა ასაკიდან აპროტესტებენ მშობლების მიმართ მორჩილების აუცილებლობას. მათი უმრავლესობა ვერ იტანს იძულების წესით რაიმეს კეთებას. თუმცა თუ ამ ბავშვში სტიმულს და ინტერესს გააღვივებთ, იგი ნებისმიერი სირთულის ამოცანას გაართმევს თავს.
7. ბავშობიდან განსაკუთრებულად უყვართ ლურჯი ფერი (მისი ნებისმიერი გრადაცია).
8. ინდოგო ბავშვების კიდევ ერთი მთავარი მახასიათებელია უჩვეულოდ ჯანსაღი თირკმელი და ზოგადად შარდსასქესო სისტემაა. მათ არასოდეს ექმნებათ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემა.
9. ანალიტიკური აზროვნება – ინდიგო ბავშვები მომენტალურად ხვდებიან ნებისმიერი მოვლენის არსს (მაგ. როგორ მუშაობს საათი, კომპიუტერი, როგორ დადის მატარებელი და ა.შ.).
10. გამძაფრებული სიყვარულის მოთხოვნილება. ინდიგო ბავშვები დაუღალავად ითხოვენ სითბოს. თუმცა თავად არ არიან ამ მხრივ გამცემი ტიპები. უკვე ზრდასრულ ასაკში კი საკმაოდ ბევრ პარტნიორს იცვლიან. მათი უმრავლესობა უზომოდ სექსუალური და ქარიზმატულია.
11. ინდიგოების დიდი ნაწილი გამუდმებით განიცდის ე.წ. “თეთრი ყვავის” სინდრომს საზოგადოებაში. ხშირად თანატოლებს არ ესმით ინდიგო ბავშვის, იმიტომ რომ, მისი გონებრივი განვითარების დონე გაცილებით მაღალია. სწორედ ამიტომ ამჯობინებენ ინდიგო ბავშვები ასაკით უფროსი მეგობრების ყოლას.
12. ინდიგო ბავშვები დიდ ინტერესს ამჟღავნებენ ოკულტური მეცნიერებებისა და ეზოთერიკის მიმართ. იტაცებთ იოგა და ფანტასტიკის ჟანრის ფილმები.
13. მათი დიდი ნაწილი სპეციფიური იუმორის გრძნობით გამოირჩევა. საკმაოდ ენამოსწრებულები არიან, მაგრამ უმეტესად ხუმრობენ თავად სახეზე ღიმილის გარეშე.
14. ინდიგოს აქვს შესანიშნავი მუსიკალური აღქმა. უმეტესად სმენა ვიდრე სასიმღერო მონაცემები. თუმცა მათ შორის სიმღერის ნიჭით დაჯილდოებულნიც გვხვდებიან.
15. ინდიგო თანდაყოლილი სიბრძნითა და ინტელექტით გამოირჩევა. აზრები, რომელიც მას თავში მოსდის კოსმოსიდან მიეწოდება, ამიტომ პატარა ასაკში ვერ ხსნის რა, საიდან ან როგორ გაიგო. უბრალოდ იცის და მორჩა!
16. ინდიგო ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშნია კრისტალურად გამჭვირვალე ლურჯი, ნაცრისფერი ან მწვანე თვალები. ძალიან იშვიათად ვხვდებით მათში თაფლისფერთვალება ხალხს. თუმცა, თუ ვხვდებით მათაც საოცრად უბრწყინავთ თვალები, ისე თითქოს მათში ერთბაშად ბევრი ვარსკვლავი აკიაფდა.
17. ინდიგო საკუთარი თავის რწმენითა და სითამამით გამოირჩევა. მან ყოველთვის ზუსტად იცის რას და რატომ ამბობს.
18. როგორც დაკვირვებამ ცხადყო, ინდიგო ბავშვების ტვინი, ანუ მისი ორივე ნახევარსფერო სინქრონულად მუშაობს. საყოფაცხოვრებო დონეზე ეს ვლინდება იმით, რომ გოგონა ბიჭისთვის დამახასიათებელი რკინის ლოგიკით გამოირჩევა, ბიჭი კი ემოციურად მგრძნობიარე, ინტუიციური და სენსიტიურია.
19. შორსმჭვრეტელობა და მასშტაბურად ხედვის ნიჭი – ყველა ინდიგო გამოირჩევა სიტუაციის გლობალურად აღქმის შესაძლებლობით. მათ შეუძლიათ მარტივად დაინახონ სიტუაციის უმთავრესი არსი.
20. ინდიგოს განვითარებული ინტუიცია და მხედველობითი მეხსიერება აქვს. ბევრი მათგანი ადამიანის აურასაც ხედავს.
21. ინდიგოებს ცვალებადი ხასიათი აქვთ. თუმცა იშვიათად ახასიათებთ პესიმიზმი. მათი უმრავლესობა გამოუსწორებელი ოპტიმისტია.
22. პატარა ასაკიდან სვამენ “არაბავშვურ” შეკითხვებს, რითაც ხშირად იწვევენ მშობლების გაოცებას და დაბნეულობას. მაგ. ‘რატომ დავიბადე მაინცდამაინც ამ საუკუნეში და ამ ოჯახში?” “რა მოხდებოდა მომავალში რომ დავბადებულიყავი?”, ანუ მათ ბავშვობიდან აინტერესებთ ის თუ კონკრეტულად რატომ, რა მისიით მოევლინენ ამ ქვეყანას.
23. ინდიგო ბავშვებს დაბადებიდან გააჩნიათ საკუთარი უნიკალურობის შეგრძნება. ისინი ქვეცნობიერის დონეზე გრძნობენ იმას, რომ ამქვეყნად კონკრეტული მისიით მოვიდნენ. თუმცა ე.წ. “განდიდების მანიით” არასოდეს იტანჯებიან და არც სხვებს ტანჯავენ ამით.
24. ნებისმიერ ინდიგოს აქვს მიდრეკილება საზოგადოებრივი ცხოვრბისკენ. იგი სოციალურად ძალიან აქტიურია. თუმცა, ზედმეტად ახლოს არავის უშვებს. მას უყვარს ადამიანები, თუმცა არ ახასიათებს კონკრეტული ინდივიდების სიყვარული.
25. ინდიგო ბავშვების კიდევ ერთი მთავარი მახასიათებელი თვისებაა დედასთან მჭიდრო კონტაქტი და განსაკუთრებული ურთიერთობა.
26. ინდიგო ბავშვების უმეტესობა ძალიან მიმნდობი და გულღიაა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მათ საკუთარი აზრის დაცვა და უკომპრომისო ბრძოლაც შესანიშნავად შეუძლიათ.
წყარო