ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    7 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ სანამ ქალიშვილობას დაკარგავთ!

    1."სისხლიანი ალუბალი"- ეს მხოლოდ და მხოლოდ მითია

    ზოგიერთი ქალი საერთოდ ვერ ამჩნევს სისხლდენას, ზოგი კი ამჩნევს. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ არსებობს.
    პირველი სექსის დროს სისხლის ნუ შეგეშინდებათ. მითუმეტეს, რომ ეს არანაირ დისკომფორტს არ შეგიქმნით.

    2. არანაირი ეფექტური საშუალება არ არსებობს იმის შესამოწმებლად, არის თუ არა გოგონა ქალიშვილი

    ყველა გოგონას განსხვავებული ზომისა და სისქის აპკი აქვს. გარდა ამისა აპკის გარღვევის მიზეზი, იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა დატვირთული ფიზიკური ვარჯიში ან ძლიერი ახტომებიც გახდეს.

    3. ეს არ არის მტკივნეული

    პირველი სექსის დროს გოგონებმა შესაძლოა ცოტაოდენი დისკომფორტი განიცადონ, მაგრამ 
    უმეტეს შემთხვევაში ამას ტკივილს ვერ ვუწოდებთ.
    თუ ნამდვილად გეტკინებათ, დაუყოვნებლივ შეჩერდით. ე.ი. მზად არ ხართ და მეტი ალერსი გჭირდებათ.

    4. აუცილებელია პრელუდია

    პირველ ჯერზე ახალგაზრდები ხშირად ჩქარობენ. ამ შემთხვევაში ერთი რჩევაა - ნუ იჩქარებთ, თუ გსურთ თქვენი მიზანი ორივესთვის სასიამოვნო იყოს. გოგონას მოდუნებისთვის მაქსიმალური აალება სჭირდება.

    5. თუ გოგონა ხართ, პირველად ორგაზმს ვერ განიცდით

    "გრეის 50 ელფერი" ნამდვილაგ გატყუებთ. გამოკვლევების თანახმად, პირველი სექსის დროს ორგაზმის განცდის შანსი ნულია. ორგაზმის განცდის მეტი შანსი მხოლოდ მაშინ გაქვთ, თუ ძალიან ახლოს იცნობთ თქვენს პარტნიორს, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად.

    6. აუცილებლად გამოიყენეთ პრეზერვატივი

    საქმე არა მარტო არასასურველ ფეხმძიმობას ეხება, არამედ ინფექციას, რაც სქესობრივი გზით გადაიცემა.

    7. არ არსებობს შესაფერისი ასაკი იმისთვის, რომ სქესობრივი ცხოვრება დაიწყოთ

    თუ თქვენ ქალიშვილობა ძალიან ადრე დაკარგეთ არ ნიშნავს, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ხართ. ხოლო თუ ძალიან გვიან, არც ეს ნიშნავს, რომ გადაბერებული ხართ. დაკავდით სექსით, როცა - ა) თვითონვე გააანალიზებთ, რომ მზად ხართ; ბ) იპოვით შესაფერის პარტნიორს, რომელიც გეყვარებათ.
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი