ღუდშაურის კლინიკა სკანდალში ეხვევა. წინა კვირას კლინიკაში ორი პაციენტი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ფატალური შედეგი პაციენტები საკეისრო კვეთის შემდეგ დადგა.
4 აპრილს 28 წლის თამარ ქუქიშვილი, ორი დღის წინ 29 წლის თათია სუარიძე გარდაიცვალა.
საბედნიეროდ, ორივე შემთხვევაში ახალშობილის გადარჩენა მოხერხდა და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. თათია სუარიძეს 2 შვილი დარჩა, ხოლო თამარ ქუქიშვილს – 3.
გარდაცვლილი თათია სუარიძის ახლობლების ინფორმაციით, თათიას საკეისრო კვეთის შემდეგ ფილტვების ანთება დაემართა, რის შედეგადაც გაეთიშა თირკმელები, ღვიძლი გაუდიდდა და სეფსისი დაემართა. მათივე თქმით, ოჯახის წევრები პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, მაგრამ ღუდუშაურის კლინიკის მედპერსონალმა მათ ამის უფლება არ მისცა.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თათია სუარიძისა და თამარ ქუქიშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სამედიცინო რეგულირების სააგენტოში უკვე დაფიქსირდა. უწყებაში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მოკვლევა კანონით გათვალისწინებულ ნორმებში დაიწყება.
„პრესა.ჯი“ აღნიშნულ საკითხზე ღუდუშაურის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების უფროსს, მარინა გელანტიას ესაუბრა.
გელანტია აცხადებს, რომ ორივე პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისას უმძიმესი იყო, მედიაში გასული ინფორმაცია კი, რომ პაციენტის ოჯახის წევრებს მშობიარეთა სხვა კლინიკაში გადაყვანის უფლება არ მიეცათ, სიმართლეს არ შეესაბამება.
„პრესა.ჯი“: ადასტურებთ თუ არა ფაქტს, რომ 1 კვირაში ორი პაციენტი დაიღუპა. საუბარია 29 წლის თათია სუარიძისა და 28 წლის თამარ ქუქიშვილის გარდაცვალების ფაქტზე...
- სამწუხაროდ აღნიშნული ინფორმაციას ვადასტურებთ. კლინიკაში შემოყვანისას ორივე პაციენტის მდგომარობა მძიმე იყო.
- რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი?
- სუარიძის შემთხვევაში პაციენტი შემოვიდა მძიმე პრეეკლამსიის დიაგნოზით, მდგომარეობის შეფასების შემდეგ გაკეთდა საკეისრო კვეთა. პაციენტს აღენიშნებოდა სისხლიანი ღებინება, სუნთქვის გაძნელება, რის გამოც გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რომელიც გამოიხატა თირკმლის უკმარისობით, ჩატარდა დიალეზის სეანსები, დაირღვა ღვიძლის ფუნქციები, გამოიხატა ტვინის შეშუპება , რამაც საბოლოო ჯამში პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული გახადა და სამწუხაროდ ქალბატონის გარდაჩენა ვერ მოხერხდა.
- პატარა თავს როგორ გრძნობს?
- პატარა თავს კარგად გრძნობს...
- გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტის ოჯახს სუარიძის სხვა კლინიკაში გადაყვანა უნდოდა, თუმცა ამის საშუალება კლინიკამ არ მისცა...
- ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მიუხედავად ასეთი მძიმე შედეგისა, პაციენტის ახლობლებმა გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადეს კლინიკის პერსონალს, რადგან ისინი თავის თვალით ხედავდნენ, როგორ იბრძოდნენ მედიკოსები ახალგაზრდას სიცოცხლის გადარჩენისთვის.
- თამარ ქუქიშვილის გარდაცვალების მიზზეზი რა იყო?
- პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში, პლევმონიის დიაგნოზით მოთავსდა. ჯერ კიდევ კლინიკაში მოსვლამდე მას რამდენიმე დღე მაღალი ტემპერატურები აღენიშნებოდა.
- თერაპიულ განყოფილებაში მოთავსების შემდეგ რატომ აღმოჩნდა პაციენტი რეანიმაციულში?
- თერაპიულ განყოფილებაში ყოფნისას გამოეხატა სუნთქვის უკმარისობა. სწორედ ეს სასტარტო მდგომარეობა გახდა მისი პოლიორგანული უკმარისობის მიზეზი და საბოლოო ჯამში სასწრაფო წესით გაკეთდა ოპერაცია. პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
- 1 კვირაში ორი მშობიარე გარდაიცვალა, რისი მანიშნებელია?
- კლინიკა პათოლოგიურ ორსულებზეა გათვლილი. ზოგადად, მძიმე კონტიგენტიდან შესაძლებელია უამრავი ორსული იყოს და სამწუხაროდ, არის შემთხვევები, რომელიც მთავრდება ფატალურად. ეს კონკრეტული შემთხვევა კი გამოწვეული იყო მათი სასტარტო მდგომარეობით. ორივე მათგანის მდგომარეობა კლინიკაში შემოსვლისას იყო მძიმე.

No comments:
Post a Comment