აი ამას ჰქვია პატივისცემა!
რამდენიმე ხნის წინ ხელი გავუმართე ახალგაზრდებს. სადეპორტოდან გამოვიყვანე და საბუთებიც მოვუწესრიგე...
მომსახურებაზე ანაზღაურება რომ შემომთავაზეს უარი ვუთხარი... თქვენი თავი გაგჭირვებიათ მეთქი...
ასე არ დაგტოვებთო...
ჰოდა ჩემს ვაჟს მოუტანეს საჩუქრად ახალი GPS-ის სისტემაში ჩართული სათამაშო აპარატი, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებულია...
ორი დღე ითამაშა ბავშვმა და მოგვივიდა შეტყობინება პოლიციაში გამოვცხადებულიყავით.
GPS-ის წყალობით უცებ დაადგინეს მხოლოდ მისამართი კი არა, ბავშვის ოთახიც კი, საიდანაც კონტაქტზე გადიოდა ონლაინში მოთამაშე პარტნიორებთან.
არა და, რა ნამუსით უნდა მეკითხა, ბავშვს მოპარულ ნივთს ხომ არ ჩუქნით-მეთქი? აქეთ შემომიწყრებოდნენ, აბა რას კადრულობთ-ო?
აი ამას ჰქვია პატივისცემა.
მერე წავლენ და ქვეყანს მოსდებენ, მაგ ჩათლახს პატივი ვეცით და პოლიციაში ჩაგვიშვაო.
რა ვუთხრა, ჩემმა შვილმა მოიპარე მეთქი? ვერ დაიჯერებენ ამ სისულელეს! შეუძლებელია მისი სიგნალიზაციიდან გამორთვა თუ ამაში გაწაფული პროფესიონალი არ ხარ.

ნუგზარ სულაშვილი
No comments:
Post a Comment