ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ლუკა კურტანიძე: მაპატიეთ...

    პარლამენტის ყოფილი წევრი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს:

    „რატომ ხდება ისტორიულად საქართველოში როცა ადამიანი გაწირავს თავს სამშობლოსთვის, საქმით, მთელი არსებით ერის მსახურით, ყოველი ქმედებით სამშობლოს ხატად წარმოჩენით.... მას სიცოცხლეში ვწირავთ და ვკლავთ??! რატომ ხდება ასე?! რატომ არ ვაჩერებთ ამ წყევლას და გაუსაძლის ტკივილს?! რატომ?! რატომ ვეძებთ ასეთ ადამიანებში ნაკლს, სირთულეს და ამის შემდეგ ვიწყებთ მის ღირსებაზე ქმედებას რომ ის მოვკლათ რადგან ღირსეული ადამიანი ამ განკითხვით კვდება... კვდება ხალხო რა დროც არ უნდა გავიდეს... სამარემდე მიყვება ეს ტკივილი! დამცირებული იმედ გაცრუებული კვდება ყოველი დღე... დარდით ივსება ცრემლით იწმენდს ტკივილს და შეურაცხოფას... იტანს აუტანელს... არ იმჩნევს ვითომდა არაფერი მომხდარა მაგრამ როცა მარტო რჩება სინდისთან და განვლილ გზასთან ტკივილით კვდება... რატომ ვაკეთებთ ამას ქართველებო? რატომ ადამიანებო?! როდესაც ერის რჩეული ადამიანი ცოცხლობენ მათ ცოცხლად ვმარხავთ და როცა გარდაიცვლება ვაქებთ მის წარსულს ვაღიარებთ მას გენიად... უფრო მეტიც ერის მამად და შემდეგ უფრო მეტიც წმინდანადც ვაღიარებთ... ეხხხ... რა მწარეა ეს სიმართლე... მე ვინ ვარ ან საერთოდ რა გამიკეთებია ვინმეს რომ შევედარო, მაგრამ მეც ცოდვილმა გავიარე ამ სამშობლოსთვის რაღაც გზა და ვფიქრობდი ნათელი ფიქრებით... მიუხედავად უამრავი განსაცდელისა თუ რთული გზისა, ვფიქრობდი ვოცნებობდი... არ ვიტყვი ვინ მაგრამ უამრავმა ადამიანმა მიღალატა... ვინც გავზარდე ჩავაცვი დავახურე თუ დავაპურე და უფრო მეტიც შეგნებულად ტყვიაზე შეგნებულ სიკვდილზე წავსულვარ თუნდაც პოლიტიკურ ბრძოლაში... ბევრმა ჯერ გამიმეტა და შემდეგ მიღალატა, გასაჭირში შეურაცყოფილი დამცირებული მიმატოვა... რატომ მე ხომ სამშობლოდ გთვლიდით და კუთხე დაკარგული , მშობელი მამა სასტიკად დახვრეტილი... აფხაზეთში... ცრემლით სავსე გამოვლილი ვიბრძოდი თქვენთვის... ჩემი სამშობლოსთვის თითოეული თქვენთაგანი ჩემი სამშობლო იყავით... კი დრო გადის ვითომ მკურნალია... მაგრამ გწამდეთ ტკივილი სამარემდე არ რჩება... ასეა ღირსეული რჩეული ადამიანის ტკივილი განცდა და ფიქრები... ადვილად არ გაიმეტოთ ნუ მოკლავთ და სიმარტოვეში ცრემლით ნუ ატირებთ... იცოდეთ ყოველი ასეთი ადამიანი მაგალითად უნდა ვაქციოთ აქ სიცოცხლეში იქ კი მამა ღმერთი მიხედავს უჩვენოდაც!!! ახლა ცრემლია მხოლოდ ჩემი ნუგეში... ჩემი ტკივილისა და განცდის... არადა ღმერთია მოწამე არ დამიშავებია მე ცოდვილს იმდენად რომ ასეთი ტკივილისთვის გავემეტებინეთ! მაპატიეთ ჩემი ფიქრითა თუ სულიდან თქმული ტკივილი რომ გაგიზიარეთ... ვინც წაიკითხავს ამ წერილს და მონაწილეა ამ ტკივილის... ეგებ ვინმესთვის სინდისის ქჯნად იყოს.... ეს საზოგადოდ თქმული ცრემლი..." - წერს კურტანიძე. 

    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი