ხათუნა ხოფერია სოფელ ქანდის 13 ასურელი მამის სახელობის მონასტრის წინამძღვარ მამა სერაფიმეს წერილით მიმართავს:
“წერილი მამა სერაფიმეს Серафим Бит-Хариби (Serafim Bit-kharibi)
მამა სერაფიმე, მიუხედავად იმისა, რომ პირადად გიცნობთ, მაინც საჯაროდ შევეხმიანები თქვენ გულისტკივილს!
დამიჯერეთ, მამაო, ის ხალხი, ვინც ლუჟკოვის ვიზიტის გამო აჟიოტაჟს ტეხს, ათას სისულელეს და სიმბდლეს ბოდავს, იარლიყებს აკერებს ადამიანებს, შეურაცხყოფს ერს და ბერს, ჩემი და თქვენი სამშობლოს მტრები არიან!

დაქირავებული, “დაზაკაზებული”, დაფინანსებული მტრები, რომლებსაც საკუთარი პოლიტიკური და ფიზიკური გადარჩენისთვის იყენებენ მავანნი. ზოგადად, რუსეთის თემა, რუსეთუმეობა, აფხაზეთი და პატრიოტიზმი ამ პოლიტიკური ძალებისთვის დაფინანსების მოპოვების უმოკლეს გზა გახდა!
მამაო, თქვენ სტუმარი ეკლესიაში რომც არ შეგეშვათ, გარწმუნებთ, ესეც სალაპარაკო, სალანძღავი და საქილიკო გახდებოდა, ოღონდ, სხვა რაკურსით, სხვა შეფუთვით მოგვაწვდიდნენ!
უფრო მეტიც, თქვენ უფლებაც არ გქონდათ ეკლესიის კარი არ გაგეღოთ ქრისტიანი ადამიანისთვის. ურჯულო და უღმერთო მაკკეინი რომ მოგადგეთ კართან, მასაც უნდა მისცეთ საშუალება უფლის სახლში შესვლის და საკუთარ ცოდვებთან მარტო დარჩენის…
გთხოვთ, ნუ განიცდით! ყურადღებასაც ნუ მიაქცევთ! თქვენი მისია ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანია ჩვენი რწმენისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენი მომავლისთვის! ბევრად მნიშვნელოვანი… იმდენად ბევრად, რომ ამ თემით თქვენთვისაც სცადეს “კბილის გაკვრა”!…
ძალიან მიყვარხართ, მამაო!”-წერს ხათუნა ხოფერია.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ქანდის 13 ასურელი მამის სახელობის მონასტრის წინამძღვარმა, მამა სერაფიმემ „tvპირველის” ეთერში განაცხადა, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლიჟკოვი, მონასტერში არამეულ ენაზე ლიტურგიის მოსასმენად მივიდა.
„მე არც რუსეთის მონა მინდა ვიყო და არც დასავლეთის, ეს ჩემი პოზიციაა. თუ ასე ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ყველაზე დიდი ჯილდო იმის შემდეგ, რომ მე ქრიტიანი ვარ, დავიბადე საქართველოში, მე ღიად ვაცხადებ, თუ ასე თვლინ მე დავდებ ჯვარს.”