თურქეთში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი შოთო სიხარულიძე ავრცელებს. “34 წლის ემიგრანტის სასტიკი მკვლელობა თურქეთში – შემზარავი ამბავი მოხდა დღეს თურქეთში, ფაცა ურდუს უბანში, ათათურქის ქუჩაზე, 34 წლის ელენე გოკაძე ამ ქუჩაზე მცხოვრებმა თურქმა ყრუ-მუნჯმა ქუჩიდან მოიტაცა (გაიტაცა) და რამდენიმე საათის განმავლობაში სკამზე სკოჩით მიბმულს აწამებდა. ელენე დილით 8 საათზე გავიდა სახლიდან და დაახლოებით, დილის 10 საათზე ტელეფონს აღარ პასუხობდა. თურქმა ყრუ-მუნჯმა ის სასტიკად აწამა, სკამზე სკოჩით მიბმულს გადაუჭრა ვენები, სახე დანით დაუსერა, საბოლოოდ კი, მას ყელი გამოჭრა და სიცოცხლეს გამოასალმა. გარდაცვლილი სადარბაზოში მცხოვრებმა თურქმა მეზობელმა იპოვა. ელენე გოკაძე 10 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა. ძალიან კეთილი, შრომისმოყვარე და მეგობრული იყო – ასე ახასიათებენ მას მისი მეგობრები, რომლებიც მასთან ერთად თურქეთში ემიგრანტები არიან. ისინი შოკირებულები ყვებიან და შოთო სიხარულიძესთან საუბარში ადასტურებენ, რომ მათ საკუთარი თვალით ნახეს ყელგამოჭრილი ელენეს დასახიჩრებული სხეული და უმძიმესად განიცდიან ამ სასტიკ მკვლელობას და მკვლელის დასჯას დაუყოვნებლივ ითხოვენ. ასევე, შოთო სიხარულიძეს თურქეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები სასწრაფოდ დახმარებას სთხოვენ, რომ ეს ამბავი სააშკარაოზე გამოიტანოს და თურქი მკვლელი დაისაჯოს”.
წყარო
წყარო
No comments:
Post a Comment