ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა - დაკავებულია საქართველოს პარლამენტის წევრი

    img
    საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17,2 მილიონი აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით 15 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. მიქაძის გარდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რას ალ ხაიმას სისხლის სამართლის სასამართლომ პატიმრობა RAKIA-ს ყოფილ ხელმძღვანელს ხატერ მასაადსა, RAKIA-ს ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს, გიორგი ჯანაშიას შეუფარდა. როგორც Gulf Business-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, განაჩენის თანახმად, გელა მიქაძემ 12,8 მილიონი აშშ დოლარი უნდა აანაზღაუროს, ხოლო გიორგი ჯანაშიამ კი 4,4 მილიონი აშშ დოლარი. საქმე ეხება ფოთის საზღვაო პორტისა და ახლად შექმნილი კომპანიის, შპს Raystar Trade-ს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმების დადებას და შემდეგ მის გაუქმებას. კომპანია საქმიანობას 2010-2011 წელებში ეწეოდა.

    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი