ფაშისტებს ვხედავდი მთელი ცხოვრება ყველგან, ვიტანჯებოდი და დღემდე განვიცდი ბევრ რამეს ამ მხრივ, არც ქალბატონ "ქართული ოცნების" მომხრე, ვინმე ლია გვენეტაძისგან გამკვირვებია, მაგრამ, თავად ფაქტი, რომ სიკვდილის დასჯის თემატიკა, სრულიად მკაფიო პოლიტიკურ ნარატივს უკავშირდება, ძალიან საგანგაშო გზავნილია ხელისუფლებისგან, პრინციპულად ანტი-ევროპული (!)
რაც შეეხება, ზოგადად სიკვდილის დასჯას ... ვინმეს ჰგონია, ნორვეგიელები სულელები არიან, ბრეივიკს სიკვდილით რომ არ სჯიან? ...
ოდესმე, ბრეივიეკი თუ მოინანიებს მის მიერ ჩადენილ უსასტიკეს დანაშაულს, დაწერს წიგნს ან მისცემს ინტერვიუებს და ა.შ, შესაძლებლობის სახით, ვინმეს,პოტენციურად ხელს ააღებინებს მსგავს დანაშაულზე, დააფიქრებს რაიმეზე - უკვე გამარჯვებულია ადამიანი, კაცობრიობა და ესაა ქრისტიანული კულტურის არსი ფართო გაგებით და არავის არ აქვს უფლება, ამ შესაძლებლობაზე თქვას უარი. სწორედ ამ ქრისტიანულ სააზროვნო პარადიგმას უკავშირდება ევროპული და დასავლური კულტურა, რომელიც უკიდიურესად ჰუმანისტურია, ანუ - რელიგიური თავისი არსით.
ევროპა - ქრსტიანობის, ჰუმანიზმის დამცველი იყო, არის და ასეც იქნება მომავალში.
ლევან კალმახელიძე