გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში 50-წლამდე ასაკის კაცი ცემით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაცები შეკამათდნენ, რასაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული დაკავებულია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს