ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ზაზა დავითაია: მინისტრებო, პარლამენტარებო, გუბერნატორებო, მერებო, გამგებლებო! კახას წყალი გადაგსხმოდეთ! ის დიდი ადამიანია!

    „მინისტრებო, პარლამენტარებო, გუბერნატორებო, მერებო, გამგებლებო! კახას წყალი გადაგსხმოდეთ! ის დიდი ადამიანია!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზაზა დავითაია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილზე წერს.

    „აი, როგორი კადრები გვჭირდება უმაღლეს ხელისუფლებაში, რომ საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ ამოისუთქოს!

    ვინც კახას არ იცნობს, შეიძლება, გაზვიადებული ეჩვენოს. თუმცა, ზუსტად ისეთი უბრალო, თავმდაბალი და ყურადღებიანია, როგორიც აქ ჩანს! თავმდაბალია, მაგრამ დიდი ადამიანია!

    გულგაყინულ ჩინოსანთა შორის ის ერთ-ერთი ცხელი ნაკვერჩხალია, რომელიც ყოველდღიურად უამრავ სიკეთეს ჩადის. კაცი სიკეთის კეთების სურვილით და მიზნით ატარებს თითოეულ დღეს და გამოსდის კიდეც!

    ამაყი ვარ, რომ ამ ადამიანს ახლოს ვიცნობ!

    შემიძლია დავადასტურო, რომ იგი ერთნაირად გულისხმიერია ცნობადი და სრულიად უბრალო ადამიანების გასაჭირის მიმართ! ეს არის კაცი, რომელზეც თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამდებობას ტიტანური შრომის ხარჯზე ღმერთის სამსახურში იყენებს!

    უფალი გწყალობდეს, კახა! პირადად ჩემგან - დიდი მადლობა, ასეთი რომ ხარ!" - წერს დავითაია.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი