ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ნანა კაკაბაძე: საპატრიარქოში გაისმა ხათუნა გოგორიშვილის ზარი... კატეგორიულად მოითხოვდა, რომ ...

    „სააკაშვილის ხელისუფლება ყოველთვის ეწეოდა ეკლესიის დისკრედიტაციას", - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ეპისკოპოსებს ჯიპები, რომელშიც მოსასმენი აპარატურა იყო, სავალდებულო წესით აჩუქა.

    „აი, ავიღოთ თუნდაც ყბადაღებული ჯიპების თემა. ეს ჯიპები ხელისუფლებამ აჩუქა ყველა ეპისკოპოსს, თანაც სავალდებულო წესით. მახსოვს, როდესაც რამდენიმე ეპისკოპოსმა უარი თქვა ჯიპების მიღებაზე, მაშინვე საპატრიარქოში გაისმა ხათუნა გოგორიშვილის ზარი, რომელიც კატეგორიულად მოითხოვდა, რომ ყველა ეპისკოპოსს გამოეყვანა მათთვის განპირობებული ჯიპი, თანაც დაუყოვნებლივ. ეს იყო კატეგორიული ტონი. მოკლედ, ეს ეპისკოპოსები აიძულეს, ხელისუფლების მიერ ნაჩუქარი ჯიპები აეღოთ. რატომ? ეს იყო მზაკვრული გეგმა, რათა შემდეგ ყველას ელაპარაკა, რომ აი, ხომ ხედავთ, ხალხს როგორ უჭირს და მეუფეები ჯიპებით დასეირნობენო. გარდა ამისა, ყველა ამ ნაჩუქარ ავტომობილში ჩააყენეს მოსასმენი აპარატურა და პრაქტიკულად ყველაფერს ისმენდნენ, შემდეგ კი ამას მათ წინააღმდეგ იყენებდნენ კომპრომატების სახით. ყოველივე აქედან გამომდინარე, როგორც კი გაჩნდა ინფორმაცია პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციაზე, მაშინვე გამიჩნდა ეჭვი და შემდგომ უფრო გამიმყარდა, რომ ეს მზაკვრობა დაკავშირებული იქნებოდა სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.




    წყარო : wyaro

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი