სანამ სტრასბურგის სასამართლო ქართულიმართლმსაჯულების მიერ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედქიბარ ხალვაშის დასახელებას სამართლიანად მიიჩნევსან, არ მიიჩნევს, ტელეკომპანია „კავკასიური ცარცისწრეშია“ მოქცეული. „რუსთავი 2“ დღესაც ის მთავარიიარაღია ნაციონალების ხელში, როგორც 2003 წლამდეიყო. ამდენად მნიშვნელოვანია, ვინ დაისაკუთრებსტელეკომპანიას - მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია თუნაციონალებისგან გამიჯნული გიგა ბოკერიას ფრთა.
სტრასბურგის სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმისგასაჩივრება სულაც არ ნიშნავს, რომ ქართულისასამართლოს გადაწყვეტილება ვინმემ გააუქმა, ვინაიდან ამის უფლება არც სტრასბურგს აქვს. იმშემთხვევაშიც, თუნდაც სტრასბურგმა ჩათვალოს, რომ ხალვაშთან დავისას „რუსთავი 2“-ის მხარესწაერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, საქმე ხელახლა საქართველოს სასამართლოშიდაბრუნდება განსახილველად. რით დასრულდება ხელახალი პროცესი, არავინ იცის და, ამდენად, ცოტა გაუგებარია, რას იყოფენ სააკაშვილი და გვარამია. სავარაუდოდ, ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესი დიდ ხანს გაგრძელდება და სანამსაბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ტელეკომპანიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვისგამოყენებას ცდილობენ.
გვარამია ბოკერიას (ფრთის) ქვეშ
For.ge-ს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი აქტიურად ცდილობს ტელეკომპანიიდანნიკა გვარამიას ჩამოშორებას. სააკაშვილი ბოკერიაზე ეჭვიანობს და დარწმუნებულია, რომგენპროკურორის ყოფილი მოადგილე გვარამია საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ბოკერიას ფრთის ქვეშ აპირებს გამაგრებას. შესაძლოა, ასეცაა, მაგრამ როგორც იტყვიან, ყველაფერსთავისი დრო აქვს. უფრო სწორი იქნება, თუ ვივარაუდებთ, რომ გვარამია საკუთარ თამაშს თამაშობსდა ცდილობს თავად კარნახობდეს ყველას საკუთარი პირობებს. ფაქტი ისაა, რომ გვარამიასსააკაშვილთან დაპირისპირების ნიშნები უკვე ნათლად შეინიშნებოდა, როცა იგი ძმებს, გიორგი დალევან ყარამანაშვილებს საჯაროდ დაუპირისპირდა.
23 მარტს ძმებმა, ლევან და გიორგი ყარამანაშვილებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში საკუთარიწილების 40%-ის კოლექტივისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ განაცხადეს. ამ შეთავაზებასარხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ კონტრწინანადებით უპასუხა და ყარამანაშვილებსმათ მფლობელობაში არსებული „ტელეკომპანი ასაქართველოს“ 51%-ანი წილის დათმობა მოთხოვა. გვარამია თვლიდა, რომ ყარამანაშვილების შეთავაზება არსებულ ვითარებას არ ცვლიდა. გვარამიასგანცხადებას ისევ განცხადება მოჰყვა - ყარამანაშვილების მხრიდან და ეჭვების გასაქარწყლებლად „რუსთავი 2“-ის კოლექტივს „ტელეკომპანია საქართველოს“ 51% შეთავაზეს. გვარამიამ მეტი მოინდომა და ყარამანაშვილებს წილების გადასაფორმებლად ახალი შპს -„რუსთავი 2 ჩემია“ შეთავაზა. მოთხოვნა ამჯერად ყარამანაშვილებისთვის აღმოჩნდა მიუღებელი, რამაც შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო ცხადი გახადა.„ძვირფასო დამფუძნებლებო, მოელაპარაკეთ ვისაც და რა ფორმითაც გნებავთ. კოლექტივის უმრავლესობამ პასუხი გაგცათ ღია ეთერით. აწი ვისაც გნებავთ, იმას გადაეცით თქვენი წილები და რა ოდენობითაც გნებავთ... ამ დისკუსიაში წარმოვაჩინეთ ერთი მკაფიო პოზიცია - წილების გადმოცემა თვალის ასახვევად, რომ კოლექტივი წყვეტს ამიერიდან ყველაფერს, არ გამოვა. არ ვაპირებთ ლეღვის ფოთლობას“, - შეუთვალა ყარამანიშვილებს გვარამიამ და ამით გასრულდა ეს გულისამაჩუყებელი ისტორია.ცხადია, „რუსთავი 2 ჩემია“-ს შექმნის შემთხვევაში გვარამია „ტელეკომპანია საქართველოს“დირექტორობას უმიზნებდა და მას უკვე, როგორც დირექტორს, შესაძლებლობა ექნებოდა, მონაწილეობა მიეღო „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრებაში.
რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იქნება იმის მტკიცება, რომ ყარამანაშვილებისა გვარამიასდაპირისპირება ყარამანაშვილებსა და გვარამიას დაპირისპირებას ნიშნავს. ყარამანაშვილებისროლი ტელეკომპანიაში იმთავითვე ნომინალური იყო, რამეთუ ძმები იმთავითვე სააკაშვილსახმოვანებდნენ. თავის დროზე, გვარამიამ წარმატებით მოახერხა სააკაშვილის დარწმუნება და ტელეკომპანიის მართვას ჩამოაცილა ისედაც ფიქტიურად მმართველი ყარამანაშვილები და „რუსთვი 2“-ის ფინანსებზე კონტროლი სრულად აიღო. გვარამია დიდძალ შემოსავალს იღებდა „რუსთავი 2“-დან და, რაც მთავარია, მას ფინანსურ ნაკადებს არავინ უკონტროლებდა. მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“-ის კანონიერ მფლობელად ქიბარ ხალვაში დასახელდა, ყველაფერი საბოლოოდ თავდაყირა დადგა - ნაციონალებს ხელიდან ეცლებოდათ პოლიტიკური ბრძოლის ყველაზე მძლავრი იარაღი. თუმცა, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ნაციონალების პოლიტიკურ მომავალი დიდი „რუსთავი 2“-ის სასამართლო გადაწყვეტილებამდეც ბევრად ადრე დადგა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ.
დიდი განხეთქილება
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი ითამაშანაციონალების მომავალში. ჯერ კიდევ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2015 წლის მაისში „ნაციონალური მოძრაობა“დატოვეს ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ, გიორგიმელაძემ და პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ დააფუძნეს; ზუსტად ერთი წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა გიორგივაშაძემ; 2017 წლის 12 იანვარს სააკაშვილის გუნდიბოკერია-უგულავა-ბაქრაძის ფრთამ მიატოვა და ახალი მოძრაობა - „ევროპული საქართველო“ დააარსეს; პოლიტიკიდან საერთოდ წავიდა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილმაჭავარიანი. „როდესაც მანქანა დაკარგავს ფუნქციას, მაგრამ ის მანქანა კიდევ გიყვარს, შეიძლება დააყენო და მოუარო, როგორც ანტიკვარს, მაგრამ თუ ეს მანქანა ანტიკვარად მაინც არ იქცა, მაშინ მეორე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო - მოისროლო ჯართში“, - ასე გაიმეტა უტილიზაციისთვის გიგი უგულავამ თავისი მშობელი პარტია და სააკაშვილი თავის მშობლებიანად, რასაც უკრაინის მოქალაქისგან მყისიერი რეაქცია მოჰყვა. „ეს იყო კარგი გაკვეთილი, რომელიც მე ჩამიტარეს. გიგი უგულავამ, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა. დამთავრდა ნაცრის თავზე დაყრა და ლუზერების მმართველობა. პარტია ერთიანი და ძლიერია, როგორც არასდროს ბოლო 4 წლის განმავლობაში. მისი კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა“, - საკუთარი მომხრეები გაამხნევა მიხეილ სააკაშვილმა.
მაოხრებელი გზირი
ამ ეტაპზე სააკაშვილის პოზიციები საკმაოდ სუსტია - გვარამია არ ემორჩილება, „რუსთავი 2“ კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე ღიად დაუპირისპიდა. ეკა კვესიტაძემ საკუთარ გადაცემაშიდაუფარავად გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილი და ეთერში სტუმრად მისული ზაზა ბიბილაშვილი ისეთწნეხში გაატარა, ალბათ, „ოცნებაც“ კი შოკში ჩააგდო. ამის მიუხედავად, სააკაშვილი უკრაინიდან მაინც ცდილობს, რომ პოლიტიკური დესტაბილიზაცია მოაწყოს ქვეყანაში. სხვათა შორის, ყოფილი ნაციონალები შიდა საუბრებში ირწმუნებიან, რომ ბათუმის ინციდენტის გაღვივებაში სწორედ სააკაშვილის ხელი ურევია. უფრო მეტიც, ახლახანს კიევიდან დაბრუნებული, გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე 100 ათასი კაცის შეკრებას და საპროტესტო აქციის გამართვას რომ აანონსებდა, ესეც სააკაშვილის გეგმად შეფასდა. სწორედ ერთ-ერთი ყოფილი ნაციონალი გვარწმუნებს იმაში, რომ კილაძე უკრაინიდან გარკვეულ თანხასთან ერთად, სააკაშვილის ახალი მითითებებით დაბრუნდა. კიევში ვიზიტს კილაძე არც თავად უარყოფს, თუმცა for.ge-სთან საუბარში აზუსტებს, რომ უკრაინაში ვიზიტი საკუთარ გეგმებს უკავშირდებოდა.„უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად არ ვყოფილვარ, უკრაინაში შევხვდი ამერიკელებს, ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს. დაიგეგმა ჩემი ვიზიტი აშშ-ში. მაისში ეს ოფიციალური ვიზიტი აუცილებლად შედგება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ელისო კილაძემ.
კილაძისგან განსხვავებით, ნაციონალებთან დაახლოებული წყარო იმაშიც გვარწმუნებს, რომ კილაძეუკრაინაში ძმები ყარამანაშვილების შვილების ნათლობაზე იყო. კილაძის უკრაინაში ვიზიტინამდვილად ემთხვევა ყარამანაშვილების შვილების ნათლობის დროს, თუმცა გადაჭრით თქმა იმისა, რომ სააკაშვილის და კილაძის შეხვედრა შედგა, არ შეგვიძლია. იმის თქმაც რთულია, კილაძისა დასააკაშვილის ურთიერთობის მიუხედავად, არის თუ არა კილაძე საქართველოში სააკაშვილისდასაყრდენი.
ნიშანდობლივია, რომ სულ ახლახანს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემპროკურატურას დაცვის პროგრამაში ელისო კილაძის ჩართვისკენ მოუწოდა. თალაკვაძე არგამორიცხავს, რომ ელისო კილაძის მიმართ გარკვეული პროვოკაცია განხორციელდეს დაესგამოყენებული იქნას სუს-ისა დასუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილისდისკრედიტაციისთვის.
„მესმის ელისო კილაძის, როგორც დედის წუხილები, მაგრამ ამ ეტაპზე აშკარაა, რომ ის ცდილობსშვილის საკითხი მთლიანად სუს-ს და გოგაშვილს დაუკავშიროს. ამ ფონზე ჩნდება მაღალი ალბათობა, რომ ეს ფონი ვინმემ გამოიყენოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან სხვა დესტრუქციულმა ძალებმადაგეგმონ გარკვეული პროვოკაცია ქალბატონი ელისოს წინააღმდეგ და მერე ეს გამოიყენონ სუს-ისდა გოგაშვილის დისკრედიტაციისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პროკურატურამ უნდა განიხილოსელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დადებს თუ არა სააკაშვილი ელისო კილაძის გვამს?
სააკაშვილი-კილაძე-გოგაშვილი - ეს ის მოზაიკაა, რომლის აწყობა ამ შემთხვევაში ლოგიკისწყალობით იქნება შესაძლებელი. რა კავშირია ამ სამ პერსონას შორის, ამის გასარკვევად შესაძლოა, ისევ წარსულის ფრაგმენტები გამოვიყენოთ.
თავდაპირველად, როცა სოსო გოგაშვილის სუს-ში დანიშნვნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ელისო კილაძემ ფაქტი კმაყოფილებით შეაფასა სოციალურ ქსელში და გოგაშვილიც დადებითადმოიხსენია (რატომღაც მისი ეს კომენტარი უკვე გამქრალია ფეისბუკიდან). რაც შეეხება კილაძისგოგაშვილთან დაპირისპირებას, ამის საფუძვლად სახელდებაის ფაქტი, რომ კილაძეს გოგაშვილთანთანამშრომლობის მცდელობაჰქონდა, მაგრამ გოგაშვილმა კილაძე ახლოსაც არ გაიკარა. სხვათაშორის, გოგაშვილს ნაცებთან ყველაზე დაპირისპირებულ მაღალჩინოსნად მოიხსენიებენ, რადგან შსმინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის მიერ ჩანერგილი კადრებისგან უწყება სწორედგოგაშვილმა გაათავისუფლა და ნაციონალებისა და ხვედელიძის კადრების აღზევების ხანადაასრულა. ამით ჩავარდა ნაციონალების პროგრამა და მაშინვე აქტიურად დაიწყო შავი პიარისაგორება გოგაშვილის წინააღმდეგ.
დროთა განმავლობაში გოგაშვილთან დაპირისპირების ესტაფეტა კილაძეს ხვდა წილად - კილაძემისი თუ ნაციონალების ყველა წარუმატებელ ნაბიჯს და თავსდატეხილ უბედურებას გოგაშვილსუკავშირებს. დღეს უკვე სააკაშვილისგან გამიჯნული მისი ყოფილი თანაგუნდელები კილაძის დაგოგაშვილის დაპირისპირებას შორიდან, როგორც მოსეირეები ადევნებენ თვალს.
ერთ-ერთი ყოფილი ნაციონალი გვარწმუნებს, რომ ამჟამად გოგაშვილთან დაპირისპირება არ შედისბოკერიას ინტერესებში. უფრო მეტიც - „რუსთავი 2“-ზე გოგაშვილის მაკომრომატირებელი მასალებისგასვლას სააკაშვილსა და გვარამიას შორის უთანხმოებაც კი მოყვა, თუმცა სააკაშვილმა მაინც შეძლოთავისი გაეტანა.
რაც შეეხება სააკაშვილის ინტერესს გოგაშვილის მიმართ, ეს, ალბათ, სწორედ ის ინტერესია, რაზეცარჩილ თალაკვაძე მიანიშნებს. ჩვენი წყარო, ყოფილი ნაციონალი, გვარწმუნებს, რომ „სააკაშვილიკილაძესაც ისე გაწირავს, როგორც გივი თარგამაძე გაწირა. გივი გადარჩა, მაგრამ კილაძისშემთხვევაში სააკაშვილი ალბათ, მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს და იმ გვამს დაუდებს საზოგადოებას, რომელსაც „რუსთავი 2“-ის აქციების დროს თხოვდა გვარამიას, შემდეგ ამას სუს-ს და გოგაშვილსგადააბრალებს და საეჭვოც არაფერი იქნება. როდესაც უცხოური არასამთავრობოებიდაინტერესდებიან და იკითხავენ - ვისთან იყო კილაძე დაპირისპირებული, ნახავენ, რომ კილაძეყველა მის „უბედურებაში“ გოგაშვილს ადანაშაულებდა. ასე რომ, „დამნაშავეც“ წინასწარ შერჩეულიყავს და ახალ სკანდალს ააგორებს. ესაა ავადმყოფი სააკაშვილის ჩანაფიქრი“. თავად ელისო კილაძე კი, ალბათ, პროცესებს სხვაგვარად აფასებს და მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვაზე უარს აცხადებს.
„არ ვენდობი ხელისუფლებას, არ ვიღებ მის შემოთვაზებას, არ მჭირდება დაცვა და არანაირპროვოკაციას პარტიების მხრიდან არ ველოდები... თუ რამე საფრთხეა მოსალოდნელი, მოსალოდნელია სწორედ სუს-ისგან იმიტომ, რომ ერთხელ უკვე მსგავსი პროვოკაცია დაიგეგმა დაგანხორციელდა ჩემი შვილისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების ჩადებით და არგამოვრიცხავ იმასაც, რომ იგივე გოგაშვილი შეიძლება რამეს გეგმავდეს და თალაკვაძის განცხადებაიყოს მხოლოდ პრევენცია, რომ ეს შემდეგ ხელისუფლების და გოგაშვილის მისამართით არ წავიდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ელისო კილაძემ. როგორც იტყვიან, „შუბი ხალთაში არ დაიმალება“, მაგრამ კიდევ ერთი ქართული ანდაზაა: „მგელს მგლობა ერქვა, ტურამ ქვეყანა დააქციაო“.