ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    პროკურატურა მეკო კვირიკაშვილის დაპატიმრებას ითხოვს

    "ბრალდების მხარე-პროკურატურა ითხოვს პატიმრობას. მძიმე მუხლია და ვნახოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო", - ამის შესახებ "ამბები.ჯის" მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუკრი კვინიკაძემ განუცხადა.

    ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესი ჯერ ჩანიშნული არ არის: "შესაძლოა, აღმკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ გირაოს გადახდა დააკისროს, ყველაფერი მოსამართლეზეა დამოკიდებული", - ამბობს ადვოკატი.

    შეგახსენებთ, 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ერთერთს, X5 მარკის ავტომობილს მერაბ კვირიკაშვილი მართავდა.  

    მეორე ავტომანქანაში მყოფი პირებიდან ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი - გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე.

    მერაბ კვირიკაშვილის ავტომობილში იმყოფებოდნენ მისი მეუღლე ანანო ბუაძე და მორაგბე გიორგი ლომინაძე მეუღლესთან ერთად. ოთხივე დაშავებული საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე გარდაიცვალა.

    allmedia.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი