ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა „ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის მისამართით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ორი დღეა კილაძე მემუქრება, ჯღარკავას გული უნდა გავუხეთქო და ღარიბაშვილის შუამავალი ვინ დარბოდა ჩემთან კურიერად, უნდა ვთქვაო, ჩანაწერიც მაქვსო... ახლა მე დაგარტყამ მეხს, ელო... სკანდალიო... უცებ უნდა ჩავუფუშო სკანდალი და ერთად დავცინოთ. უშიშროების თანამშრომლები რომ ხალხს ხვდებიან და თუ გასდით,„ავერბოვკებენ", რამე ახალია ამაში? ჰოდა, შენი დაჟინებული კივილით მალხაზ ჩიკვილაძე რომ შეგხვდა თავის დროზე და ინფორმაციები მიაწოდე ორ ადამიანზე, ვთქვა, ვისზე? ვიტყვი - ვაჟა ლელუაშვილზე და გოგი ჯაბაურზე. ეგ ჯაბაური უბედური ჩემს გინებას რომ „გილაიქებს" და ხართ ხორხოცში, ისიც რომ ჩაუშვი... ჩიკვილაძე შეგხვდა, შენ რა სთხოვე და რა აგისრულეს, ეგ შენ უკეთ იცი, რამდენი ჩაიჯიბე ფული, ეგეც მოყევი, მაგრამ შენგან რომ „ჯიგრული" ინფოები წაიღეს „ზამენაში", კი ვიცი, ელო... აგენტი ვინაა, ხალხმა იცოდეს, ნაცებმაც, სხვათაშორის, ახლა ეგ შენი ფარული ჩანაწერი შენი და მალხაზ ჩიკვილაძის შეხვედრის მიიკარი და ირბინე... კურიერს მოკითხვა...
წინასწარ ვიხევი სიცილით. ეს ჯაბაური უბედური კი ელოს კედელზე ზის და ჩემს გინებაზე არის ერთ ამბავში ბედნიერი. არადა, ელომ ჩიკვილაძესთან ჩაუშვა და ღირებული ინფო მიაწოდა თავის დროზე... ლელუაშვილიც დაიჭირეს მერე და ჯაბაური უბედური უმუშევარი დადის, ელო, ასეთი მეგობრობა იცი შენ", - წერს ნინო ჯღარკავა.