"სავსე მაქვს გული თქვენი სითბოთი და სიყვარულით! დიდი მადლობა ამ საოცარი ენერგიისთვის, ჩემი გულშემატკივრობისთვის და მხარდაჭერისთვის! მე თუ ფეხზე დადგომა და ჩემი საქმის გაგრძელება შევძელი, ეს თქვენი დამსახურებაცაა. მადლობა ამისთვის!", - წერს სოციალურ ქსელში მაია ასათიანი, რომელიც ტრაგედიის შემდეგ ეთერს პირველად უბრუნდება. ტელეწამყვანი დღეს იუბილარია. მაია ასათიანს კოლეგები და მეგობრები "ფეისბუქიზე" ემოციურ პოსტებს უძღვნიან:
გოგა ჩანადირი, ფოტოგრაფი:
"ვამაყობ, რომ არსებობს მაია ასათიანი. ტკივილის მიუხედავად, მაინც ბრუნდება ეთერში. სიმბოლურად დაემთხვა, რომ დღეს, 4 მაისს მისი დაბადების დღეც არის.
მან უდიდეს ტკივილს აჯობა და ათასობით მშობელს დაანახა, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგაც შეიძლება ისევ ფეხზე დადგე, შეიძლება, ისევ აკეთო საქმე და თანაც, გაასმაგებულად იმიტომ, რომ ვიდრე ცოცხლობ, უამრავ ადამიანს გამოადგე, შვილის სულს გამოადგე.
გულით ველოდი მაიას ეთერში დაბრუნებას. ის დღეს კვლავ "რუსთავი 2"-ზე გადაცემა "პროფილით" გავა ეთერში.
გმადლობ მაია, რომ აჯობე შენს თავს, გმადლობ, რომ უამრავ ადამიანს დაანახე ცხოვრების გაგრძელების აზრი და მნიშვნელობა, გმადლობ, რომ შენი გულშემატკივრები აქეთ გაგვამხნევე.
შენიეთერში დაბრუნება ძალიან მიხარია. ყველაზე უფრო კი მაინც შენს ნუცას უხარია.
წარმატებებს გისურვებ. გილოცავ დაბადების დღეს"
ეკა ხოფერია:
"ეს ფოტო იმ დღეებში დავიყენე და ჩემს თავს სიტყვა მივეცი, ვიდრე მაია ეთერში არ დაბრუნდებოდა, ჩემთან იქნებოდა.
მე ვფიქრობ ასე, ვერაფერს განსაკუთრებულს ჩვენ ადამიანებისთვის მათთვის რთულ დღეებში ვერ გავაკეთებთ გარდა ორისა, გიყვარდეს ეს ადამიანი და გულწრფელად გიხაროდეს მისი პატარ-პატარა წარმატებები.
დღეს მაიკოს დაბადების დღეა და დღეს ის ეთერში ბრუნდება. მართლა ძალიან მიყვარს ეს გოგო და მართლა მთელი გულით მიხარია მისი სიძლიერე. ეს სიყვარული მას ათასჯერ გააძლიერებს. გილოცავ მაიკო"
ნუკი კოშკელიშვილი:
"გილოცავ დაბადების დღეს! ძალიან გაფასებ და ძალიან მიყვარხარ! შენ ხარ ჩემთვის სამაგალითო, სუპერ ადამიანი, მეამაყება რომ გიცნობ და ჩემი მეგობარი ხარ, ყოველთვის გვერდში მიგულე!!!
მთელი ოჯახი გილოცავთ, გვინდა იყო ბედნიერი!!!"
ნანუკა ჟორჟოლიანი:
"წარმატებული დღე ყველას და განსაკუთრებით იუბილარ გოგოს, რომელიც დღეს დაგვიბრუნდა ყველას. მაია ასათიანი 17 წელია ერთად მოვდივართ და იმედია შევაბერდებით ერთმანეთს. გილოცავ დაბადების დღეს"
წყარო