სააგენტო countrymeters-ის ინფორმაციით, რომელიც სამყაროს დემოგრაფიულ სტატისტიკას და სხვა მსგავს მონაცემებს სწავლობს, საქართველოს მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა.
ერის მთლიანი პუპულაცია 3 912 526 ადამიანია (1991 წელს იგივე მონაცემი 5.4 მილიონს შეადგენდა), აქედან 47.1% – კაცი და 52.9% – ქალი.
მიუხედავად ბოლო ხანებში დაბადება-გარდაცვალების მცირედ პოზიტიური ბალანსისა, ქვეყნის მოსახლეობა სწრაფი ტემპით მცირდება, რადგან ემიგრაციის კოეფიციენტი ყველა სხვა მონაცემს ერთი-ორად აჭარბებს.
მაგალითისთვის, ამ წელიწადში უკვე 9256 ადამიანია საქართველოდან ემიგრირებული.
ქვეყნის მოსახლეობის 85.5 % 15 წელზე უფრო დიდი ასაკისაა, აქედან 16% 64 წელზე მეტისაა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ასაკოვანი ადამიანების რიცხვი ახალგაზრდების რიცხვს აჭარბებს, ანუ „საქართველოს ასაკობრივი დიაგრამა, რეგრესული, მომაკვდავი ხასიათისაა“.
გთავაზობთ საქართველოში მოსახლეობის კლების პროცენტულ სტატისტიკას, რომლის შენარჩუნების შემთხვევაშიც 30 წელიწადში ქვეყანა საერთოდ უნდა გადაშენდეს:
წყარო: agora.ge