ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ირაკლი სესიაშვილი კოტე იოსელიანზე: რაც ამ თავხედმა გააკეთა, უკვე სხვა თემაა...

    „ეს ვაჟბატონი გამოდის და კითხულობს, თუ სესიაშვილის შვილს ამ დანაშაულთან შეხება არ აქვს, მაშინ სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმე გამოაქვეყნონო. ხედავთ, რამხელა აბსურდია?" - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გაზეთ „ვერსიასთან" საუბრისას.

    „2015 წლის მარტში, მანქანა გატეხეს, ჩანთა მოიპარეს და პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც ყველა შესაბამისი პროცედურა ჩაატარა. მერე, ჩემმა შვილმა სუს-ს რომ მიმართა -  მუშაობა დაიწყო, იქ, როგორც ჩანს, მისი ანაბეჭდები დაემთხვა, ოღონდ ამას ვერ დაგიდასტურებთ, რადგან გამოძიებასთან შეხება არ მაქვს... ინფორმაცია გამოძიებისგან კი არა, მედიისგან მივიღე. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ამ მანქანის მფლობელი ჩემი შვილის ბავშვობის ძმაკაცია - ხუთი წლიდან ერთად იზრდებიან. მეგობარმა დამირეკა და მითხრა, საუბარი ჩემს მანქანაზეაო. გამოძიებას არ მივეკარე, მაგრამ კომენტარი გავაკეთე... რაც შეეხება იმ ბინძურ ქმედებას, რასაც „ნაცმოძრაობა" ეწევა - ყოველდღე სიცრუე, ცილისწამება... შეიძლება ყველაფერზე პასუხი არ გავცე, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა, რაც ამ თავხედმა კოტე იოსელიანმა გააკეთა. მან თქვა, სესიაშვილის შვილი დანაშაულთან კავშირშია და იმის გამო, რომ სესიაშვილის შვილია, სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმე მიჩქმალესო. სიტყვა „მიჩქმალეს" იმას ნიშნავს, რომ ჩემმა შვილმა რაღაც დააშავა, მაგრამ იმიტომ მიჩქმალეს, რომ მე ვარსებობ. ეს ვაჟბატონი გამოდის და კითხულობს, თუ სესიაშვილის შვილს ამ დანაშაულთან შეხება არ აქვს, მაშინ სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმე გამოაქვეყნონო. ხედავთ, რამხელა აბსურდია? - კაცმა გუშინ მე და ჩემს შვილს ბრალი დაგვდო, დღეს კი გვეუბნება, თუ დამნაშავე არ ხარ, გამოაქვეყნეო ", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
    შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობამ" გაავრცელა განცხადება, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შვილი, დავით სესიაშვილი ქურდობის საქმეში ფიგურირებს.



    წყარო : wyaro

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი