ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    გოგონამ გამვლელ ბიჭს შეურაცყოფა არ აპატია, ამის გამო კი პოლიციამ დააკავა!-რა მოხდა გორში?

    გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა 27 წლის გოგონა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

    შემთხვევა წუხელ გვიან ღამით, კომბინატის დასახლებაში პოლიციის შენობასთან მოხდა.

    სამართალდამცველებმა იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

    დაკავებულის დის განცხადებით, ინციდენტი გამვლელ ბიჭთან მოუვიდათ, რომლებმაც მათ შეურაცხყოფა მიაყენა.

    ,,გზაზე ერთმა ბიჭმა გამოიარა, გოგოებთან ერთად იყო. ჩვენზე თქვა, აუ, ესენი ის მეტვალეტეები არიან, საიტზე რომ დაიდოო. ჩემმა დამ არ აპატია მას ეს სიტყვები. ხმაურზე პოლიცია გამოვიდა და ჩემი და დააკავეს. ის ბიჭი გაუშვეს" - გვითხრა დაკავებულის დამ.

    პოლიციელების განცხადებით, მათი თანდასწრებით, 23 წლის ბიჭს გოგოსთვის ხმა არ გაუცია.
                                                                                                                              qartli.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი