ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ქალაქში მცირეწლოვანთა კრიმინალური ჯგუფი გამოჩნდა

    ქალაქში მცირეწლოვანთა კრიმინალური ჯგუფი გამოჩნდა

    რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე, დაზარალებული - ბექა იორდანიშვილი, სკანდალური ინფორმაციით,  „ჯორჯიან თაიმსს“ დაუკავშირდა.

    ბექა იორდანიშვილის ცნობით,  24 აპრილს, დაახლოებით 10:00 საათზე, მის კუთვნილ ავეჯის  მაღაზიაში არასრულწლოვანთა ჯგუფი შეიჭრა.  ისინი  ფულს ეძებდნენ და როდესაც ვერ მიაგნეს, მაღაზიის რბილ ავეჯს სანთებელით ცეცხლი წაუკიდეს და მას  საღებავით წარწერები გაუკეთეს: ,,ბ***ო, ფული დატოვეთ!“ ,,ფული რომ ყოფილიყო, ეს არ დაგემართებოდათ!“ ეს ყველაფერი მაღაზიასთან დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამაც დააფიქსირა.

    დაზარალებულის ცნობით, ამის მსგავსი რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც, არასრულწლოვნებს ქურდობაზე აკავებენ. იორდანიშვილის თქმით, არსებობს არასწრულოვანთა დაჯგუფება, რომელიც კრიმინალურ შემთხვევბში არაერთხელ დაფიქსირებულა.

    „შემთხვევა 24 აპრილს თბილისში,  ავეჯის მაღაზიის პირველ სართულზე მოხდა. ჩვენი მაღაზია დაკეტილია, აქ უბრალოდ ავეჯია განლაგებული. დაახლოებით 15 საათზე მეზობელი მაღაზიის კამერამ სამი არასრულწლოვანი დააფიქსირა. ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ შედიან ჩვენსგვერდით მდებარე მაღაზიაში. ისინი დახლის უკან ეძებენ თანხას, ამ მომენტში გამყიდველი გამოდის, რაღაცაზე ესაუბრებიან, თუმცა ეს კამერაში არ ისმის. გამოდიან გარეთ, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ჩვენი დაკეტილი მაღაზიის წინ იწყება იმიტაცია, - თითქოს რაღაცას თამაშობენ. კამერაზე ჩანს, რომ ვიღაცმაღაზიის სახელურსაწვება, გახსნა უნდა. მოულოდნელად ეს ბიჭი ქრება და შედის მაღაზიაში, 10 წუთში სამივე გამორბის მაღაზიიდან და გადარბიან გზაზე.

    ამის შემდეგ, გვერდითმაღაზიიდან დამწვრობის სუნი იგრძნეს,  გამოიძახეს სახანძრო. თურმე, სანთებელის მეშვეობით რბილ ავეჯს წაუკიდეს ცეცხლი, რომელიც მოედო მთელ მაღაზიას. აგრეთვე, საღებავებით გაკეთებულია წარწერები -  „ბ***ო, ფული დატოვეთ“ , „ფული რომ ყოფილიყო ეს არ დაგემართებოდათ“.




    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი